გრიგოლ გეგელია – საზოგადოებამ დაინახა, რომ „ქართული ოცნება“ პირწმინდად აგებს ყველა ძირითად არგუმენტში, მზად ვართ, ვუპასუხოთ ყველა იმ აბსურდულ ბრალდებას, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელით არის წარმოებული
„ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრ გრიგოლ გეგელიას განცხადებით, „ქართული ოცნება“ ყველა არგუმენტში პირწმინდად აგებს და ქვეყნის რუსული ტიპის დიქტატურად ქცევასა და მშვიდობიანი დემოკრატიული ძალების აკრძალვას ცდილობს.

აბსურდის თეატრი გრძელდება. „ქართული ოცნება“ საკუთარი საბრალდებო დასკვნის წერას აგრძელებს, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველო – ლელოს“ წევრმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
გეგელიას თქმით, გასულ კვირებში მთელმა საზოგადოებამ ძალიან კარგად დაინახა, რომ „ქართული ოცნება“ აბსოლუტურად პირწმინდად აგებს ყველა ძირითად არგუმენტში.
„მას სიმართლე არ აქვს. მის მხარეს არ არის საქართველოს უახლესი ისტორია. მას არ აქვს არანაირი არგუმენტი, გარდა იმისა, რომ სურს, ჩვენი ქვეყანა რუსული ტიპის დიქტატურად აქციოს – დიქტატურად, რომელიც ჭაობში იქნება ჩაძირული, არ ექნება არანაირი პერსპექტივა და სადაც მილიონ ქართველს უკვე ოფიციალურად ეკრძალება არჩევანის გაკეთების უფლება.
ვფიქრობ, ეს, განურჩევლად პოლიტიკური იდეოლოგიისა, შემაშფოთებელი უნდა იყოს და, ჩემი ღრმა რწმენით, ასეც არის ნებისმიერი თავისუფლებისმოყვარე და ადეკვატური ქართველისთვის, თუნდაც ის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი იყოს. წარმოუდგენელია, ნორმალურ ადამიანს არ ჰქონდეს პროტესტი იმის გამო, რომ მილიონ მის თანამოქალაქეს საკუთარ პოლიტიკურ არჩევანს უკრძალავენ. რა თქმა უნდა, დღეს კიდევ ერთხელ გვახსენდება, რომ საქართველოს ისტორიაში არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ რეჟიმს მსგავსი რამ არ უკადრებია და არ ჩაუდენია. ეს პოლიტიკური უზნეობის ახალი მასშტაბია, როდესაც ვიღაც დასაშვებად მიიჩნევს, რომ მილიონი მოქალაქის პოლიტიკური პარტია აკრძალოს.
ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ყველა იმ აბსურდულ ბრალდებას, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელით არის წარმოებული. გასულ კვირებშიც ვნახეთ, რომ დემოკრატიული ძალების არგუმენტები ათი თავით უკეთესი, უფრო სწორი და მართალი იყო, ვიდრე „ქართული ოცნების“ აბსურდული ბრალდებები. „ქართულ ოცნებას“ არ აქვს არანაირი სამხილი. ეს საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაშიც კი ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო საქმეა – სრულიად დაუსაბუთებელი, აბსოლუტურად უსაფუძვლო, აბსურდული და შეთითხნილი მითების საფუძველზე რეჟიმი ეწევა მშვიდობიანი დემოკრატიული ძალების აკრძალვას“, – განაცხადა გეგელიამ.
ციტატები სტატიიდან
„მას სიმართლე არ აქვს. მის მხარეს არ არის საქართველოს უახლესი ისტორია. მას არ აქვს არანაირი არგუმენტი, გარდა იმისა, რომ სურს, ჩვენი ქვეყანა რუსული ტიპის დიქტატურად აქციოს – დიქტატურად, რომელიც ჭაობში იქნება ჩაძირული, არ ექნება არანაირი პერსპექტივა და სადაც მილიონ ქართველს უკვე ოფიციალურად ეკრძალება არჩევანის გაკეთების უფლება. ვფიქრობ, ეს, განურჩევლად პოლიტიკური იდეოლოგიისა, შემაშფოთებელი უნდა იყოს და, ჩემი ღრმა რწმენით, ასეც არის ნებისმიერი თავისუფლებისმოყვარე და ადეკვატური ქართველისთვის, თუნდაც ის „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი იყოს. წარმოუდგენელია, ნორმალურ ადამიანს არ ჰქონდეს პროტესტი იმის გამო, რომ მილიონ მის თანამოქალაქეს საკუთარ პოლიტიკურ არჩევანს უკრძალავენ. რა თქმა უნდა, დღეს კიდევ ერთხელ გვახსენდება, რომ საქართველოს ისტორიაში არც ერთ ხელისუფლებას, არც ერთ რეჟიმს მსგავსი რამ არ უკადრებია და არ ჩაუდენია. ეს პოლიტიკური უზნეობის ახალი მასშტაბია, როდესაც ვიღაც დასაშვებად მიიჩნევს, რომ მილიონი მოქალაქის პოლიტიკური პარტია აკრძალოს. ჩვენ მზად ვართ, ვუპასუხოთ ყველა იმ აბსურდულ ბრალდებას, რომლებიც „ქართული ოცნების“ ხელით არის წარმოებული. გასულ კვირებშიც ვნახეთ, რომ დემოკრატიული ძალების არგუმენტები ათი თავით უკეთესი, უფრო სწორი და მართალი იყო, ვიდრე „ქართული ოცნების“ აბსურდული ბრალდებები. „ქართულ ოცნებას“ არ აქვს არანაირი სამხილი. ეს საქართველოს მართლმსაჯულების ისტორიაშიც კი ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო საქმეა – სრულიად დაუსაბუთებელი, აბსოლუტურად უსაფუძვლო, აბსურდული და შეთითხნილი მითების საფუძველზე რეჟიმი ეწევა მშვიდობიანი დემოკრატიული ძალების აკრძალვას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…