პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საკონსტიტუციო სასამართლომ „ლელოს“ შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოლელოქართული ოცნება

საკონსტიტუციო სასამართლომ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. თავმჯდომარე რევაზ ნადარაიას განცხადებით, სარჩელში მითითებული ყველა ინტერნეტ-ბმულის სხდომაზე დემონსტრირების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

საკონსტიტუციო სასამართლომ „ლელოს“ შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა
ინტერპრესნიუსი

საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა „ლელო-ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა, სხდომაზე მტკიცებულებების გამოკვლევის შესახებ, მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა.

შესაბამისი გადაწყვეტილება მხარეებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ გააცნო.

„ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა. მოთხოვნა კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უკლებლივ ყველა ინტერნეტ ბმულის სასამართლო პროცესზე დემონსტრირების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს. სასამართლო ასევე არ მოახდენს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების, ასევე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლევას. სასამართლო საქმის განხილვის მიმდინარეობის პროცესში განიხილავს სარჩელში მითითებული ცალკეული მტკიცებულებების რელევანტურობას მისი სადავოობისას როგორც მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით, ისე საკუთარი ინიციატივით. განჩინება საბოლოოა და გადასინჯავს ან გასაჩივრებას არ ექვემდებარება. პლენუმი ერთსულოვანია ამ განჩინების მიღებისას“,- განაცხადა რევაზ ნადარაიამ.

ცნობისთვის, "ლელო-ძლიერი საქართველო“, საკონსტიტუციო სასამართლოში, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვის პროცესში მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის ჩატარებას ითხოვდა.

შესაბამისი შუამდგომლობა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა, ლევან სამუშიამ დააყენა, თუმცა მას სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ოპოზიციური 1
  1. TV პირველიოპოზიციური"ლელო-ძლიერი საქართველოს" შუამდგომლობაზე პლენუმის გადაწყვეტილება ცნობილია
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაკონსტიტუციო სასამართლოში მოსამართლეთა პლენუმმა "ლელო-ძლიერი საქართველოს" შუამდგომლობა მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის ჩატარებაზე ნაწილობრივ დააკმაყოფილა
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოპასუხე მხარის, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ შუამდგომლობა. მოთხოვნა კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული უკლებლივ ყველა ინტერნეტ ბმულის სასამართლო პროცესზე დემონსტრირების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს. სასამართლო ასევე არ მოახდენს საკონსტიტუციო სასამართლოს რეგლამენტის 31-ე მუხლით გათვალისწინებული საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების, ასევე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტების საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოკვლევას. სასამართლო საქმის განხილვის მიმდინარეობის პროცესში განიხილავს სარჩელში მითითებული ცალკეული მტკიცებულებების რელევანტურობას მისი სადავოობისას როგორც მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით, ისე საკუთარი ინიციატივით. განჩინება საბოლოოა და გადასინჯავს ან გასაჩივრებას არ ექვემდებარება. პლენუმი ერთსულოვანია ამ განჩინების მიღებისას“
რევაზ ნადარაია
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
"ლელო-ძლიერი საქართველო" საკონსტიტუციო სასამართლოში "ქართული ოცნების" დეპუტატების სარჩელის განხილვის პროცესში მტკიცებულებების გამოკვლევას ითხოვსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები