„ლელო-ძლიერი საქართველო“, საკონსტიტუციო სასამართლოში, „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვის პროცესში მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის ჩატარებას ითხოვს
„ლელო-ძლიერი საქართველო“ საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე სარჩელის განხილვისას მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის ჩატარებას ითხოვს. შუამდგომლობა ლევან სამუშიამ დააყენა, რასაც სასამართლოში მხარეებს შორის მცირე შელაპარაკება მოჰყვა.

„ლელო-ძლიერი საქართველო“, საკონსტიტუციო სასამართლოში, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვის პროცესში მტკიცებულებების გამოკვლევის ეტაპის ჩატარებას ითხოვს.
შესაბამისი შუამდგომლობა მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა, ლევან სამუშიამ დააყენა, თუმცა მას სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც დაეთანხმნენ.
ლევან სამუშიას განცხადებით, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი კანონით გათვალისწინებული პროცედურაა.
შუამდგომლობის დაყენებისას მცირე შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი მხარეებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შორის.
ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა 21 ოქტომბერს დაიწყო. საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლის შემადგენლობით პლენუმი იხილავს.
საკონსტიტუციო სასამართლოში წარდგენილ სარჩელს პარლამენტის 88 დეპუტატი წევრი აწერს ხელს. მათი სარჩელის საფუძველზე სასამართლოს დღის წესრიგში შემდეგი ხუთი პოლიტიკური გაერთიანებების არაკონსტიტუციურად ცნობის საკითხი დგას: - „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია მელია გირჩი დროა“; „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“. კონსტიტუციურ სარჩელს თან ერთვის XI მოწვევის პარლამენტში შექმნილი დროებით საგამოძიებო კომისიის დასკვნა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…