პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დანა უაითი დონალდ ტრამპს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობის შეთავაზებაზე - სერ, გმადლობთ შეთავაზებისთვის, მაგრამ პოლიტიკაში ყოფნა არ მსურს

UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა დანა უაითმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობაზე უარი უთხრა და განაცხადა, რომ პოლიტიკაში ყოფნა არ სურს.

დანა უაითი დონალდ ტრამპს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობის შეთავაზებაზე - სერ, გმადლობთ შეთავაზებისთვის, მაგრამ პოლიტიკაში ყოფნა არ მსურს
ინტერპრესნიუსი

UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დანა უაითმა თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობაზე უარი თქვა. აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრი სახლის ბრიფინგის დარბაზში მოულოდნელი პრესკონფერენცია გამართა, რომელსაც UFC-ის აღმასრულებელი დირექტორი, დანა უაითიც დაესწრო.

პრესკონფერენციის დასასრულს დონალდ ტრამპმა უაითს ჰკითხა, სურდა, თუ არა თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობის დაკავება, რაზეც უაითმა უარყოფითი პასუხი გასცა.

„სერ, გმადლობთ შეთავაზებისთვის, მაგრამ პოლიტიკაში ყოფნა არ მსურს“, - უპასუხა დანა უაითმა.

ცნობისთვის, გასულ შაბათ-კვირას დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა. მოგვიანებით, ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი შეთავაზება „უბრალოდ ხუმრობა“ იყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიდონალდ ტრამპის განცხადებით, „უბრალოდ იხუმრა“, როდესაც თქვა, რომ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნად ნიშნავდა
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპის განცხადებით, „უბრალოდ იხუმრა“, როდესაც თქვა, რომ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნად ნიშნავდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები