ტრამპი: ჩვენ გავმართეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამიტი ბოლო წლების განმავლობაში, ეს იყო აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს შორის გამართული პირველი სამმხრივი შეხვედრა
დონალდ ტრამპის განცხადებით, პუტინთან და სი ძინპინთან „ფანტასტიკური ურთიერთობა“ აქვს, რის გამოც აშშ უსაფრთხოდაა. მან ჩინეთში გამართულ სამმხრივ შეხვედრას ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამიტი უწოდა.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჩინეთში რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებთან გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მას პუტინთან და სი ძინპინთან ფანტასტიკური ურთიერთობა აქვს.
"პუტინთან და სი ძინპინთან ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს. ამის წყალობით, ჩვენი ქვეყანა უსაფრთხოდაა,"- აღნიშნავს ტრამპი.
ტრამპმა სამმხრივი შეხვედრის ისტორიულ მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ყურადღება სამმხრივ სამშვიდობო დეკლარაციაზე გაამახვილა.
"ჩვენ გავმართეთ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო სამიტი ბოლო წლების განმავლობაში. ეს იყო აშშ-ის, რუსეთისა და ჩინეთის ლიდერებს შორის გამართული პირველი სამმხრივი შეხვედრა"- განაცხადა დონალდ ტრამპმა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…