დონალდ ტრამპის განცხადებით, „უბრალოდ იხუმრა“, როდესაც თქვა, რომ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნად ნიშნავდა
აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მან მხოლოდ იხუმრა, როდესაც თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა UFC-ის ხელმძღვანელ დანა უაითს შესთავაზა. ტრამპის თქმით, უაითთან დაგეგმილი შეხვედრა ძალაში რჩება, თუმცა ის სხვა მიზეზებს უკავშირდება.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, იხურა, როდესაც თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა UFC-ის აღმასრულებელ დირექტორსა და პრეზიდენტს, დანა უაითს შესთავაზა.
„გეტყვით, რომ მხოლოდ ვხუმრობდი, მაგრამ დანას მოსწონს ეს იდეა და მხოლოდ ერთი დანაა. ის შესანიშნავია“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
ტრამპმა შაბათს Truth Social-ზე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო, რომ მან უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა და სთხოვა, რომ ასისტენტებად მებრძოლები დაენიშნა.
“მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დიად დანა უაითს, ძლიერ მებრძოლსა და მეომარს, შეერთებული შტატების პრესმდივნის თანამდებობა შევთავაზეთ. მოვითხოვე, რომ მან თავისთან ერთად მოიყვანოს ასისტენტები, იმისდა მიუხედავად, რომ ზოგიერთი ჩვენი ქვეყნიდან არ არიან, როგორებიცაა ისლამ მახაჩევი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯასტინ გეიჯი, დანიელ კორმიე, ამანდა ნუნიესი, და კეილა ჰარისი. ეს ხალხი გვჭირდება შეშლილი მემარცხენეებისგან საკუთარი თავის დასაცავად. დანა შეუდარებელი პრესმდივანი იქნება. დანა, გთხოვ, დათანხმდი ამ სამუშაოს!” - დაწერა ტრამპმა.
აღნიშნული პოსტის გამოქვეყნების შემდეგ უაითმა განაცხადა, რომ ორშაბათს ტრამპთან შეხვედრა ჰქონდა დაგეგმილი.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დაგეგმილი შეხვედრა კვლავ ძალაშია, თუმცა ის პრესმდივნის თანამდებობას არ უკავშირდება.
„რა თქმა უნდა, ვხუმრობდი. დანა მართლაც ჩამოდის, თუმცა სხვა მიზეზების გამო. როგორც ჩანს, ის ისედაც ვაშინგტონში უნდა ყოფილიყო, ამიტომ გამოივლის და შემხვდება“, - აღნიშნა ტრამპმა.
ციტატები სტატიიდან
„გეტყვით, რომ მხოლოდ ვხუმრობდი, მაგრამ დანას მოსწონს ეს იდეა და მხოლოდ ერთი დანაა. ის შესანიშნავია“
„მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დიად დანა უაითს, ძლიერ მებრძოლსა და მეომარს, შეერთებული შტატების პრესმდივნის თანამდებობა შევთავაზეთ. მოვითხოვე, რომ მან თავისთან ერთად მოიყვანოს ასისტენტები, იმისდა მიუხედავად, რომ ზოგიერთი ჩვენი ქვეყნიდან არ არიან, როგორებიცაა ისლამ მახაჩევი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯასტინ გეიჯი, დანიელ კორმიე, ამანდა ნუნიესი, და კეილა ჰარისი. ეს ხალხი გვჭირდება შეშლილი მემარცხენეებისგან საკუთარი თავის დასაცავად. დანა შეუდარებელი პრესმდივანი იქნება. დანა, გთხოვ, დათანხმდი ამ სამუშაოს!“
„რა თქმა უნდა, ვხუმრობდი. დანა მართლაც ჩამოდის, თუმცა სხვა მიზეზების გამო. როგორც ჩანს, ის ისედაც ვაშინგტონში უნდა ყოფილიყო, ამიტომ გამოივლის და შემხვდება“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…