პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

დონალდ ტრამპი - პუტინმა ნათლად გამოხატა სურვილი, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დიპლომატიური გზით დასრულდეს - ვკითხე: „შეხვიდოდი მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი?“ და მან მიპასუხა: „არა, ეს არასდროს მოხდებოდა“

დონალდ ტრამპის მტკიცებით, ვლადიმერ პუტინმა ნათლად გამოხატა ომის დიპლომატიური გზით დასრულების სურვილი და უთხრა, რომ ტრამპის პრეზიდენტობის შემთხვევაში უკრაინაში არ შეიჭრებოდა.

დონალდ ტრამპი - პუტინმა ნათლად გამოხატა სურვილი, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დიპლომატიური გზით დასრულდეს - ვკითხე: „შეხვიდოდი მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი?“ და მან მიპასუხა: „არა, ეს არასდროს მოხდებოდა“
ინტერპრესნიუსი

პრეზიდენტმა პუტინმა ნათლად გამოხატა თავისი სურვილი, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დიპლომატიური გზით დასრულდეს , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ორმხრივი შეხვედრა გავმართე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, რომელმაც ნათლად გამოხატა თავისი სურვილი, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ომი დიპლომატიური გზით დასრულდეს“, - განაცხადა ტრამპმა.

ტრამპის თქმით, ვლადიმერ პუტინმა უთხრა, რომ უკრაინაში ომი არ დაიწყებოდა, პრეზიდენტი ის რომ ყოფილიყო.

„არჩევნები რომ არ გაყალბებულიყო ეს არ მოხდებოდა. მე ვკითხე: „შეხვიდოდი თუ არა მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი?“. მან მიპასუხა: „არა, ეს არასდროს მოხდებოდა“. ვფიქრობ, კარგი შანსი არსებობს, რომ ამის დასრულებას შევძლებთ“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
დონალდ ტრამპი - ვფიქრობ, პუტინს უკრაინასთან დაკავშირებით უფრო მკაცრად მოქმედება შეეძლო - ვფიქრობ, ცოტათი უკან იხევსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები