დონალდ ტრამპი UFC-ის პრეზიდენტს, დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობას სთავაზობს და სთხოვს, რომ ასისტენტებად მებრძოლები, მათ შორის რუსები, დანიშნოს
დონალდ ტრამპი UFC-ის პრეზიდენტს, დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობას სთავაზობს და ასისტენტებად მებრძოლების, მათ შორის ხაბიბ ნურმაგომედოვისა და ისლამ მახაჩევის დანიშვნას სთხოვს.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი UFC-ის პრეზიდენტს, დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობას სთავაზობს და სთხოვს, რომ ასისტენტებად მებრძოლები, მათ შორის რუსები, დანიშნოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
,,მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ დიად დანა უაითს, ძლიერ მებრძოლსა და მეომარს, შეერთებული შტატების პრესმდივნის თანამდებობა შევთავაზეთ. მოვითხოვე, რომ მან თავისთან ერთად მოიყვანოს ასისტენტები, იმისდა მიუხედავად, რომ ზოგიერთი ჩვენი ქვეყნიდან არ არიან, როგორებიცაა ისლამ მახაჩევი, ხაბიბ ნურმაგომედოვი, ჯასტინ გეიჯი, დანიელ კორმიე, ამანდა ნუნიესი, და კეილა ჰარისი. ეს ხალხი გვჭირდება შეშლილი მემარცხენეებისგან საკუთარი თავის დასაცავად. დანა შეუდარებელი პრესმდივანი იქნება. დანა, გთხოვ, დათანხმდი ამ სამუშაოს!” - წერს ტრამპი.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
5 სტატიატრამპმა UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შესთავაზა
დონალდ ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დეინა უაიტს თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
დონალდ ტრამპი: დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შევთავაზე, ვთხოვე, ასისტენტებად მახაჩევი, ნურმაგომედოვი, გეიჯი, კორმიე, ჰარისონი და ნუნესი წამოიყვანოს, რათა შეშლილი მემარცხენეებისგან დაგვიცვან
ტრამპის განცხადებით, სურს, რომ UFC-ის გენერალურმა დირექტორმა დანა ვაითმა თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა დაიკავოს
ტრამპმა UFC-ის ხელმძღვანელ დანა უაითს თეთრი სახლის პრესმდივნობა შესთავაზა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…