პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი - ამ დრომდე ველოდი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე აგენტურული პარტიების გამოხმაურებას, თუმცა სრულ დუმილს ამჯობინებენ - ოპოზიციის პატრონებმა იცოდნენ, რომ კრიტიკა დამაზიანებელი იქნებოდა, ამიტომ აგენტებს გაჩუმება უბრძანეს

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ლევან მაჭავარიანი ოპოზიციას ადანაშაულებს, რომ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე გარედან მიღებული ბრძანების გამო დუმს, რადგან მისი კრიტიკა დამაზიანებელი იქნებოდა.

ლევან მაჭავარიანი - ამ დრომდე ველოდი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე აგენტურული პარტიების გამოხმაურებას, თუმცა სრულ დუმილს ამჯობინებენ - ოპოზიციის პატრონებმა იცოდნენ, რომ კრიტიკა დამაზიანებელი იქნებოდა, ამიტომ აგენტებს გაჩუმება უბრძანეს
ინტერპრესნიუსი

ამ დრომდე ველოდი რომელიმე ე.წ. ოპოზიციური, სინამდვილეში კი აგენტურული პარტიების გამოხმაურებას, თუმცა მათი ე.წ. ლიდერები ამ უაღრესად მნიშვნელოვან ვიზიტთან დაკავშირებით სრულ დუმილს ამჯობინებენ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი ლევან მაჭავარიანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თმით, „ოპოზიციის პატრონებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობისა და მისი შედეგების კრიტიკა არამხოლოდ უშედეგო, არამედ დამაზიანებელი იქნებოდა, შესაბამისად, საკუთარ აგენტებს გაჩუმება უბრძანეს, რაც, რა თქმა უნდა, ადგილობრივმა რადიკალებმა უსიტყვოდ შეასრულეს“.

“დასრულდა საქართველოში ჩინეთის ვიცე - პრეზიდენტის, ხან ჭენგისა და მისი დელეგაციის ვიზიტი, რაც, ერთი მხრივ, ჩინეთსა და საქართველოს შორის ბოლო წლებში განვითარებული დადებითი ურთიერთობების ლოგიკური შედეგია, მეორე მხრივ კი, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური თუ პარტნიორული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების თვალსაზრისით ახალ შესაძლებლობებს აჩენს.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეს ჩინეთის - დღესდღეობით ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოს - ამ რანგის თანამდებობის პირის პირველი სტუმრობაა საქართველოში. მეტიც, ასეთი დონის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით ათი წელიწადია არ განხორციელებულა. ამ დრომდე, ველოდი რომელიმე ე.წ. ოპოზიციური, სინამდვილეში კი აგენტურული პარტიების გამოხმაურებას, თუმცა მათი ე.წ. ლიდერები ამ უაღრესად მნიშვნელოვან ვიზიტთან დაკავშირებით სრულ დუმილს ამჯობინებენ.

ასე ერთ სტილში მოქმედება და აბსოლუტური სიჩუმე კი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი კოორდინირებულად, ერთი ხელით, ქვეყნის გარედან იმართებიან. მათმა პატრონებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ვიცე - პრეზიდენტის სტუმრობისა და მისი შედეგების კრიტიკა არამხოლოდ უშედეგო, არამედ დამაზიანებელი იქნებოდა, შესაბამისად, საკუთარ აგენტებს გაჩუმება უბრძანეს, რაც, რა თქმა უნდა, ადგილობრივმა რადიკალებმა უსიტყვოდ შეასრულეს. ეს არის მათი საქციელის ერთადერთი ახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია, საქართველოში მოქმედმა რომელიმე, თუნდაც მინიმალური ამბიციის მქონე პოლიტიკურმა პარტიამ ან თავმოყვარე პოლიტიკოსმა მსგავსი მასშტაბის მოვლენის შეფასებისგან თავი შეიკავოს.

საკონსტიტუციო სასამართლოში ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვების ფონზე კი, აღნიშნული პრეცედენტი, როგორც სასამართლოსთვის, ისე საზოგადოებისთვის კიდევ ერთი თვალსაჩინო არგუმენტია, რომ “კოლექტიურ ნაცმოძრაობას”, რომელიც სინამდვილეში აგენტურული დაჯგუფებაა, ერთი ხელი მართავს. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს, მთავარია პატრონებს გულმოდგინედ ემსახურონ და თუკი დავალება იქნება, რიყეზე ქვას ვერ დაინახავენ”, - წერს ლევან მაჭავარიანი.

ცნობისთვის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, ხან ჭენგი თანმხლებ დელეგაციასთან ერთად საქართველოს ოფიციალური ვიზიტით რამდენიმე დღის წინ ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ხან ჭენგიმ შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და ჩინეთის ბიზნესსაზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით ფორუმი გაიმართა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

5 სტატია
სამთავრობო 5
  1. იმედინიუსისამთავრობოლევან მაჭავარიანი: პატრონებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობისა და მისი შედეგების კრიტიკა არამხოლოდ უშედეგო, არამედ დამაზიანებელი იქნებოდა, შესაბამისად, საკუთარ აგენტებს გაჩუმება უბრძანეს, რაც, რა თქმა უნდა, ადგილობრივმა რადიკალებმა უსიტყვოდ შეასრულეს
  2. რუსთავი 2სამთავრობოლევან მაჭავარიანი საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი დონის ვიზიტზე აგენტურული პარტიების ე.წ. ლიდერების აბსოლუტური სიჩუმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი კოორდინირებულად, ერთი ხელით, ქვეყნის გარედან იმართებიან
  3. POSTVსამთავრობოლევან მაჭავარიანი: “პატრონებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობისა და მისი შედეგების კრიტიკა არა მხოლოდ უშედეგო, არამედ დამაზიანებელი იქნებოდა, შესაბამისად, საკუთარ აგენტებს გაჩუმება უბრძანეს, რაც, რა თქმა უნდა, ადგილობრივმა რადიკალებმა უსიტყვოდ შეასრულეს”
  4. პირველი არხისამთავრობოლევან მაჭავარიანი – ამ დრომდე ველოდი აგენტურული პარტიების გამოხმაურებას ჩინეთიდან მაღალი დონის ვიზიტზე, თუმცა სრულ დუმილს ამჯობინებენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გარედან იმართებიან
  5. რუსთავი 2სამთავრობოლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი საკითხი, რომელიც არის წარმატებასთან ასოცირებული, ოპოზიციური მედია ან არ აშუქებს, ან აშუქებს იმგვარად, რომ თავი და ბოლო ვერავინ გაიგოს ამ ამბიდან, იგივე შეგვიძლია ვთქვათ აგენტურულ ოპოზიციაზე
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ოპოზიციის პატრონებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობისა და მისი შედეგების კრიტიკა არამხოლოდ უშედეგო, არამედ დამაზიანებელი იქნებოდა, შესაბამისად, საკუთარ აგენტებს გაჩუმება უბრძანეს, რაც, რა თქმა უნდა, ადგილობრივმა რადიკალებმა უსიტყვოდ შეასრულეს“
„დასრულდა საქართველოში ჩინეთის ვიცე - პრეზიდენტის, ხან ჭენგისა და მისი დელეგაციის ვიზიტი, რაც, ერთი მხრივ, ჩინეთსა და საქართველოს შორის ბოლო წლებში განვითარებული დადებითი ურთიერთობების ლოგიკური შედეგია, მეორე მხრივ კი, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური თუ პარტნიორული კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების თვალსაზრისით ახალ შესაძლებლობებს აჩენს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეს ჩინეთის - დღესდღეობით ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოს - ამ რანგის თანამდებობის პირის პირველი სტუმრობაა საქართველოში. მეტიც, ასეთი დონის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით ათი წელიწადია არ განხორციელებულა. ამ დრომდე, ველოდი რომელიმე ე.წ. ოპოზიციური, სინამდვილეში კი აგენტურული პარტიების გამოხმაურებას, თუმცა მათი ე.წ. ლიდერები ამ უაღრესად მნიშვნელოვან ვიზიტთან დაკავშირებით სრულ დუმილს ამჯობინებენ. ასე ერთ სტილში მოქმედება და აბსოლუტური სიჩუმე კი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი კოორდინირებულად, ერთი ხელით, ქვეყნის გარედან იმართებიან. მათმა პატრონებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ვიცე - პრეზიდენტის სტუმრობისა და მისი შედეგების კრიტიკა არამხოლოდ უშედეგო, არამედ დამაზიანებელი იქნებოდა, შესაბამისად, საკუთარ აგენტებს გაჩუმება უბრძანეს, რაც, რა თქმა უნდა, ადგილობრივმა რადიკალებმა უსიტყვოდ შეასრულეს. ეს არის მათი საქციელის ერთადერთი ახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია, საქართველოში მოქმედმა რომელიმე, თუნდაც მინიმალური ამბიციის მქონე პოლიტიკურმა პარტიამ ან თავმოყვარე პოლიტიკოსმა მსგავსი მასშტაბის მოვლენის შეფასებისგან თავი შეიკავოს. საკონსტიტუციო სასამართლოში ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვების ფონზე კი, აღნიშნული პრეცედენტი, როგორც სასამართლოსთვის, ისე საზოგადოებისთვის კიდევ ერთი თვალსაჩინო არგუმენტია, რომ “კოლექტიურ ნაცმოძრაობას”, რომელიც სინამდვილეში აგენტურული დაჯგუფებაა, ერთი ხელი მართავს. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს, მთავარია პატრონებს გულმოდგინედ ემსახურონ და თუკი დავალება იქნება, რიყეზე ქვას ვერ დაინახავენ“
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: აგენტურა საკუთარ მხარდამჭერებს ასეთ მნიშვნელოვან მოვლენებს უმალავს - ცდილობენ, ისეთი საკითხებით შეავსონ ეთერი, რომელიც არ არის საინტერესო საქართველოსთვისწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები