ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი და ოპოზიციის დუმილი - მმართველი გუნდი ოპონენტებს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების უგულებელყოფაში ადანაშაულებს
მმართველი გუნდი ოპოზიციას ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგის ვიზიტის უგულებელყოფაში ადანაშაულებს. ლევან მაჭავარიანის მტკიცებით, ოპონენტების დუმილის უკან გარედან მიღებული დავალება დგას.
მაღალი დონის ვიზიტი, სტრატეგიული გზავნილები და ოპოზიციის დუმილი - ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრების დღის წესრიგში იყო შუა დერეფანი, ეკონომიკური თანამშრომლობა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ვიზიტის მასშტაბისა და განხილული საკითხების მიუხედავად, ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა მედიამ დუმილი არჩია. ლევან მაჭავარიანი ამ დუმილის უკან გარედან მიღებულ დავალებას ხედავს. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე წერს, რომ ყოფილ და მოქმედ "ნაციონალებს" ისტორიულ ვიზიტზე არაფერი უნდა ეთქვათ და მათ მითითება უპირობოდ შეასრულეს. მისი შეფასებით, ქვეყნის მიღწევების უგულებელყოფა ოპონენტების ლუსტრაცია და საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე კიდევ ერთი არგუმენტია.
მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკა და მისი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი სამხრეთ კავკასიაში - ასე იკვეთება ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების მასშტაბი ხან ჭენგის გზავნილებში. საქართველოსთან პარტნიორობაზე ვიცე-პრეზიდენტმა ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოსთან ისაუბრა, თბილისიდან კი თანამშრომლობის გაღრმავების კონკრეტული გზავნილებიც გააჟღერა. ისტორიული კავშირებიდან თავისუფალ ვაჭრობამდე - ხან ჭენგმა ყურადღება როგორც მიღწეულ შედეგებზე, ისე ახალ შესაძლებლობებზე გაამახვილა.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ პეკინის გზავნილები ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორობის მაგალითია. ამ შესაძლებლობებზე ოპოზიციის დუმილი კი, მათი შეფასებით, აჩვენებს, ვისი ინტერესებით ხელმძღვანელობენ ხელისუფლების ოპონენტები და რა მიზნები აქვთ მათ მხარდამჭერ გარე აქტორებს.
რატომ დარჩა ოპოზიციის შეფასების გარეშე რამდენიმედღიანი ვიზიტი, შეხვედრები ხელისუფლებასთან და ბიზნესსექტორთან - ამ კითხვით დღეს თავად ოპოზიციას მივმართეთ, რომელიც დუმილს საკუთარი პოლიტიკური მდგომარეობით ხსნის. თუმცა, ვერც იმას მალავენ, რომ მსგავსი ვიზიტები ქვეყნისთვის დიდი სარგებლის მომტანია.
პასუხის მიღებას არაერთი კითხვა დასჭირდა გახარიას პარტიაში, სადაც დუმილის მიზეზად, მათივე სპიკერების მხრიდან, კომპეტენციის ნაკლებობა დასახელდა.
საპარლამენტო უმრავლესობისთვის ოპოზიციის განმარტებები მთავარ კითხვას პასუხს ვერ სცემს. პარლამენტის თავმჯდომარე ყურადღებას ოპოზიციური ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკაზეც ამახვილებს. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ამ მასშტაბის მოვლენის უგულებელყოფა მიზანმიმართულია: ამომრჩევლამდე მხოლოდ ნეგატიურმა, გამოგონილმა და ყალბმა ინფორმაციამ უნდა მიაღწიოს.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში დასრულდა. მაშინ კი, როდესაც ევროპული დედაქალაქები და ვაშინგტონი პეკინთან ურთიერთობების გაღრმავებაზე მუშაობენ, საქართველოში ოპოზიცია სტრატეგიული პარტნიორობის ახალ ეტაპს დუმილით ხვდება.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
6 სტატიალევან მაჭავარიანი: პატრონებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობისა და მისი შედეგების კრიტიკა არამხოლოდ უშედეგო, არამედ დამაზიანებელი იქნებოდა, შესაბამისად, საკუთარ აგენტებს გაჩუმება უბრძანეს, რაც, რა თქმა უნდა, ადგილობრივმა რადიკალებმა უსიტყვოდ შეასრულეს
ლევან მაჭავარიანი საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი დონის ვიზიტზე აგენტურული პარტიების ე.წ. ლიდერების აბსოლუტური სიჩუმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი კოორდინირებულად, ერთი ხელით, ქვეყნის გარედან იმართებიან
ლევან მაჭავარიანი - ამ დრომდე ველოდი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე აგენტურული პარტიების გამოხმაურებას, თუმცა სრულ დუმილს ამჯობინებენ - ოპოზიციის პატრონებმა იცოდნენ, რომ კრიტიკა დამაზიანებელი იქნებოდა, ამიტომ აგენტებს გაჩუმება უბრძანეს
ლევან მაჭავარიანი: “პატრონებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობისა და მისი შედეგების კრიტიკა არა მხოლოდ უშედეგო, არამედ დამაზიანებელი იქნებოდა, შესაბამისად, საკუთარ აგენტებს გაჩუმება უბრძანეს, რაც, რა თქმა უნდა, ადგილობრივმა რადიკალებმა უსიტყვოდ შეასრულეს”
ლევან მაჭავარიანი – ამ დრომდე ველოდი აგენტურული პარტიების გამოხმაურებას ჩინეთიდან მაღალი დონის ვიზიტზე, თუმცა სრულ დუმილს ამჯობინებენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გარედან იმართებიან
ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი საკითხი, რომელიც არის წარმატებასთან ასოცირებული, ოპოზიციური მედია ან არ აშუქებს, ან აშუქებს იმგვარად, რომ თავი და ბოლო ვერავინ გაიგოს ამ ამბიდან, იგივე შეგვიძლია ვთქვათ აგენტურულ ოპოზიციაზე
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…