არჩილ გორდულაძე: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციური მედიის დუმილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ როგორც პოლიტიკოსები, ისე ჟურნალისტები პატრონების დავალებებს მონური მორჩილებით ასრულებენ
არჩილ გორდულაძე ოპოზიციურ მედიას ადანაშაულებს, რომ მათ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი არ გააშუქეს ან ბოლო ამბად წარმოადგინეს, რითაც, მისი მტკიცებით, „პატრონების ანტიქართულ დავალებებს მონური მორჩილებით ასრულებენ“.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მაჭავარიანის პოსტს ეხმაურება და აცხადებს, რომ "კოორდინირებული დუმილის" დავალებას არა მხოლოდ ე.წ. პოლიტიკოსები, არამედ მათი მსახური ოპოზიციური მედიაც ასრულებს, რომლებმაც ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი ან საერთოდ არ გააშუქეს, ან ბოლო ამბად წარმოადგინეს.
მისი თქმით, ეს ფაქტი უტყუარად ადასტურებს, რომ როგორც "პოლიტიკოსები", ისე "ჟურნალისტები" პატრონებისგან მიღებულ ყველა ანტიქართულ დავალებას მონური მორჩილებით ასრულებენ.
"აბსოლუტურად ვიზიარებ არა მხოლოდ მე, არამედ მთელი გუნდი ლევან მაჭავარიანის ამ მოსაზრებას და დავამატებდი ერთ რამეს - არა მხოლოდ ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები არიან ამ "კოორდინირებული დუმილის" დავალების შემსრულებლები, არამედ მათი მსახური ოპოზიციური მედია, რომლისთვისაც იმდენად უმნიშვნელო გამოდგა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, რომ ან საერთოდ არ გააშუქეს, ან სადღაც, ბოლო ამბად.
საქმე ის არის, რომ გარედან მიღებულ დავალებებს ერთნაირი მონური მორჩილებით ასრულებენ როგორც "პოლიტიკოსები", ასევე "ჟურნალისტები". ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უტყუარად ადასტურებს მათ ზიზღს საქართველოს მიმართ, დაუფარავ სიძულვილს ჩვენი ქვეყნის წარმატების მიმართ და ადასტურებს უტყუარად, რომ შეასრულებენ ყველანაირ ანტიქართულ დავალებას, რასაც პატრონები უბრძანებენ", - წერს არჩილ გორდულაძე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიაციტატები სტატიიდან
„აბსოლუტურად ვიზიარებ არა მხოლოდ მე, არამედ მთელი გუნდი ლევან მაჭავარიანის ამ მოსაზრებას და დავამატებდი ერთ რამეს - არა მხოლოდ ეგრეთ წოდებული პოლიტიკოსები არიან ამ "კოორდინირებული დუმილის" დავალების შემსრულებლები, არამედ მათი მსახური ოპოზიციური მედია, რომლისთვისაც იმდენად უმნიშვნელო გამოდგა ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი, რომ ან საერთოდ არ გააშუქეს, ან სადღაც, ბოლო ამბად. საქმე ის არის, რომ გარედან მიღებულ დავალებებს ერთნაირი მონური მორჩილებით ასრულებენ როგორც "პოლიტიკოსები", ასევე "ჟურნალისტები". ეს ფაქტი კიდევ ერთხელ უტყუარად ადასტურებს მათ ზიზღს საქართველოს მიმართ, დაუფარავ სიძულვილს ჩვენი ქვეყნის წარმატების მიმართ და ადასტურებს უტყუარად, რომ შეასრულებენ ყველანაირ ანტიქართულ დავალებას, რასაც პატრონები უბრძანებენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…