ნიკოლოზ სამხარაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციის დუმილის შესახებ: “ეს მათ ბეჩავ მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს”
ნიკოლოზ სამხარაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტ ხან ჭენგის ვიზიტზე ოპოზიციის დუმილს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მათ საგარეო პოლიტიკური წარმატება არ ახარებთ, რაც „მათ ბეჩავ მდგომარეობას ადასტურებს“.

საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ᲩᲘᲜᲔᲗᲘᲡ ᲕᲘᲪᲔ-ᲞᲠᲔᲖᲘᲓᲔᲜᲢᲘᲡ ᲕᲘᲖᲘᲢᲗᲐᲜ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲘᲗ ᲝᲞᲝᲖᲘᲪᲘᲘᲡ ᲓᲣᲛᲘᲚის შესახებ ისაუბრა.
„გასაგებია, რომ მათ არ ახარებთ არანაირი წინსვლა და წარმატება, რომელიც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს საგარეო პოლიტიკურ ასპარეზზე, თუმცა ასეთი ტიპის ქმედება საერთოდ გაუგონარი და მიუღებელია.
ისინი უნდა ხვდებოდნენ, რომ 21-ე საუკუნეში ინფორმაციის დამალვა მათ მიზნებს არ წაადგება. ადამიანებს თავისუფლად შეუძლიათ სხვა არხებით ინფორმაციაზე წვდომა და ეს მათ ბეჩავ მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ცნობისთვის: საქართველოს მთავრობის მოწვევით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში მან შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიანიკოლოზ სამხარაძე ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციის დუმილზე: ეს მათ ბეჩავ მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადასტურებს
ნიკოლოზ სამხარაძე – ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტი საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტია საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, ოპოზიცია როცა არ იმჩნევს, ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ ბეჩავ მდგომარეობას
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…