ლევან მაჭავარიანი – ამ დრომდე ველოდი აგენტურული პარტიების გამოხმაურებას ჩინეთიდან მაღალი დონის ვიზიტზე, თუმცა სრულ დუმილს ამჯობინებენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გარედან იმართებიან
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ოპოზიციური პარტიები ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე დუმილს ამჯობინებენ, რაც მისი შეფასებით ადასტურებს, რომ ისინი ქვეყნის გარედან იმართებიან.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ლევან მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის, ხან ჭენგისა და მისი დელეგაციის ვიზიტი ერთი მხრივ, ჩინეთსა და საქართველოს შორის ბოლო წლებში განვითარებული დადებითი ურთიერთობების ლოგიკური შედეგია, მეორე მხრივ კი, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო, ეკონომიკური, თუ პარტნიორული კავშირების უფრო გაღრმავების თვალსაზრისით ახალ შესაძლებლობებს აჩენს.
როგორც მაჭავარიანი აღნიშნავს, ე.წ. ოპოზიციური, სინამდვილეში კი, აგენტურული პარტიები ამ მნიშვნელოვან ვიზიტთან დაკავშირებით სრულ დუმილს ამჯობინებენ.
ლევან მაჭავარიანის თქმით, ოპოზიცია ქვეყნის გარედან იმართება.
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეს ჩინეთის – დღესდღეობით ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოს – ამ რანგის თანამდებობის პირის პირველი სტუმრობაა საქართველოში. მეტიც, ასეთი დონის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით ათი წელიწადია, არ განხორციელებულა. ამ დრომდე, ველოდი რომელიმე ე.წ. ოპოზიციური, სინამდვილეში კი, აგენტურული პარტიების გამოხმაურებას, თუმცა, მათი ე.წ. ლიდერები ამ უაღრესად მნიშვნელოვან ვიზიტთან დაკავშირებით სრულ დუმილს ამჯობინებენ.
ასე ერთ სტილში მოქმედება და აბსოლუტური სიჩუმე კი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი კოორდინირებულად, ერთი ხელით, ქვეყნის გარედან იმართებიან. მათმა პატრონებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობისა და მისი შედეგების კრიტიკა არამხოლოდ უშედეგო, არამედ დამაზიანებელი იქნებოდა, შესაბამისად, საკუთარ აგენტებს გაჩუმება უბრძანეს, რაც, რა თქმა უნდა, ადგილობრივმა რადიკალებმა უსიტყვოდ შეასრულეს. ეს არის მათი საქციელის ერთადერთი ახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია, საქართველოში მოქმედმა რომელიმე, თუნდაც მინიმალური ამბიციის მქონე პოლიტიკურმა პარტიამ ან თავმოყვარე პოლიტიკოსმა მსგავსი მასშტაბის მოვლენის შეფასებისგან თავი შეიკავოს.
საკონსტიტუციო სასამართლოში ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვების ფონზე კი, აღნიშნული პრეცედენტი, როგორც სასამართლოსთვის, ისე საზოგადოებისთვის კიდევ ერთი თვალსაჩინო არგუმენტია, რომ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, რომელიც სინამდვილეში აგენტურული დაჯგუფებაა, ერთი ხელი მართავს. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს, მთავარია, პატრონებს გულმოდგინედ ემსახურონ და თუკი დავალება იქნება, რიყეზე ქვას ვერ დაინახავენ“, – დაწერა ლევან მაჭავარიანმა სოციალურ ქსელში.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი, დელეგაციასთან ერთად, საქართველოს 6 ნოემბერს ეწვია. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
4 სტატიალევან მაჭავარიანი: პატრონებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობისა და მისი შედეგების კრიტიკა არამხოლოდ უშედეგო, არამედ დამაზიანებელი იქნებოდა, შესაბამისად, საკუთარ აგენტებს გაჩუმება უბრძანეს, რაც, რა თქმა უნდა, ადგილობრივმა რადიკალებმა უსიტყვოდ შეასრულეს
ლევან მაჭავარიანი საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი დონის ვიზიტზე აგენტურული პარტიების ე.წ. ლიდერების აბსოლუტური სიჩუმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი კოორდინირებულად, ერთი ხელით, ქვეყნის გარედან იმართებიან
ლევან მაჭავარიანი: “პატრონებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობისა და მისი შედეგების კრიტიკა არა მხოლოდ უშედეგო, არამედ დამაზიანებელი იქნებოდა, შესაბამისად, საკუთარ აგენტებს გაჩუმება უბრძანეს, რაც, რა თქმა უნდა, ადგილობრივმა რადიკალებმა უსიტყვოდ შეასრულეს”
ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი საკითხი, რომელიც არის წარმატებასთან ასოცირებული, ოპოზიციური მედია ან არ აშუქებს, ან აშუქებს იმგვარად, რომ თავი და ბოლო ვერავინ გაიგოს ამ ამბიდან, იგივე შეგვიძლია ვთქვათ აგენტურულ ოპოზიციაზე
ციტატები სტატიიდან
„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ეს ჩინეთის – დღესდღეობით ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოს – ამ რანგის თანამდებობის პირის პირველი სტუმრობაა საქართველოში. მეტიც, ასეთი დონის ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში დაახლოებით ათი წელიწადია, არ განხორციელებულა. ამ დრომდე, ველოდი რომელიმე ე.წ. ოპოზიციური, სინამდვილეში კი, აგენტურული პარტიების გამოხმაურებას, თუმცა, მათი ე.წ. ლიდერები ამ უაღრესად მნიშვნელოვან ვიზიტთან დაკავშირებით სრულ დუმილს ამჯობინებენ. ასე ერთ სტილში მოქმედება და აბსოლუტური სიჩუმე კი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი კოორდინირებულად, ერთი ხელით, ქვეყნის გარედან იმართებიან. მათმა პატრონებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობისა და მისი შედეგების კრიტიკა არამხოლოდ უშედეგო, არამედ დამაზიანებელი იქნებოდა, შესაბამისად, საკუთარ აგენტებს გაჩუმება უბრძანეს, რაც, რა თქმა უნდა, ადგილობრივმა რადიკალებმა უსიტყვოდ შეასრულეს. ეს არის მათი საქციელის ერთადერთი ახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეუძლებელია, საქართველოში მოქმედმა რომელიმე, თუნდაც მინიმალური ამბიციის მქონე პოლიტიკურმა პარტიამ ან თავმოყვარე პოლიტიკოსმა მსგავსი მასშტაბის მოვლენის შეფასებისგან თავი შეიკავოს. საკონსტიტუციო სასამართლოში ანტიკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიების გაუქმებასთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვების ფონზე კი, აღნიშნული პრეცედენტი, როგორც სასამართლოსთვის, ისე საზოგადოებისთვის კიდევ ერთი თვალსაჩინო არგუმენტია, რომ „კოლექტიურ ნაცმოძრაობას“, რომელიც სინამდვილეში აგენტურული დაჯგუფებაა, ერთი ხელი მართავს. მათთვის არ აქვს მნიშვნელობა საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს, მთავარია, პატრონებს გულმოდგინედ ემსახურონ და თუკი დავალება იქნება, რიყეზე ქვას ვერ დაინახავენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…