პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი საკითხი, რომელიც არის წარმატებასთან ასოცირებული, ოპოზიციური მედია ან არ აშუქებს, ან აშუქებს იმგვარად, რომ თავი და ბოლო ვერავინ გაიგოს ამ ამბიდან, იგივე შეგვიძლია ვთქვათ აგენტურულ ოპოზიციაზე

ქართული ოცნება

ლევან მაჭავარიანი ოპოზიციას და ოპოზიციურ მედიას ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის მიჩქმალვაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქვეყნის წარმატებასთან დაკავშირებულ საკითხებს ისინი შეგნებულად არ აშუქებენ.

ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი საკითხი, რომელიც არის წარმატებასთან ასოცირებული, ოპოზიციური მედია ან არ აშუქებს, ან აშუქებს იმგვარად, რომ თავი და ბოლო ვერავინ გაიგოს ამ ამბიდან, იგივე შეგვიძლია ვთქვათ აგენტურულ ოპოზიციაზე
რუსთავი 2

საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციის და მათი მხარდამჭერი მედიასაშუალებების დუმილი შეუმჩნეველი არ დარჩენილა მმართველი გუნდისთვის. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ქვეყნის წარმატებასთან დაკავშირებულ სიახლეებს ისინი შეგნებულად არ აშუქებენ, მსოფლიოს უდიდესი სახელმწიფოს მეორე პირის ვიზიტზე მათი მხრიდან სიჩუმე კი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპონენტები მხოლოდ გარედან მიღებული დავალებებით მოქმედებენ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი ხან ჭენგი თბილისში 3 დღის განმავლობაში იმყოფებოდა, გამართა უმაღლესი დონის შეხვედრები, სადაც გააკეთა საქართველოს მხარდამჭერი არაერთი განცხადება. ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო წერს, რომ ვიცე-პრეზიდენტმა საქართველო სამხრეთ კავკასიაში ჩინეთის პირველ სტრატეგიულ პარტნიორად დაასახელა.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი აღნიშნავს, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც არის წარმატებასთან ასოცირებული, ოპოზიციური მედია ან არ აშუქებს, ან აშუქებს იმგვარად, რომ "თავი და ბოლო ვერავინ გაიგოს".

"ნებისმიერი საკითხი, რომელიც არის წარმატებასთან ასოცირებული, ოპოზიციური მედია ან არ აშუქებს, ან აშუქებს იმგვარად, რომ თავი და ბოლო ვერავინ გაიგოს ამ ამბიდან, იგივე შეგვიძლია ვთქვათ აგენტურულ ოპოზიციაზე. ეს ძალიან დიდი წარმატებაა იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი დონის ვიზიტები ხორციელდება ისეთ ქვეყნებში, რომელსაც რეალურ პარტნიორებად აღიქვამენ და ჩინეთი არის ზესახელმწიფო და ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება ჩვენი პარტნიორობა, ეს არის რეალური მეგობრობა, რეალური პარტნიორობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე არის დაფუძნებული და რა თქმა უნდა, შუა კორიდორის განვითარების კუთხითაც ჩინეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მეორე მხრივ, ჩინური ბაზარი, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა მას შემდეგ, რაც სტრატეგიული პარტნიორობა გავაფორმეთ უფრო ხელმისაწვდომი გახდა, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა, უვიზო მიმოსვლა გაფორმდა, პირდაპირი რეისები ჩაინიშნა." - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 4
  1. იმედინიუსისამთავრობოლევან მაჭავარიანი: პატრონებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობისა და მისი შედეგების კრიტიკა არამხოლოდ უშედეგო, არამედ დამაზიანებელი იქნებოდა, შესაბამისად, საკუთარ აგენტებს გაჩუმება უბრძანეს, რაც, რა თქმა უნდა, ადგილობრივმა რადიკალებმა უსიტყვოდ შეასრულეს
  2. რუსთავი 2სამთავრობოლევან მაჭავარიანი საქართველოში ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე: ასეთი დონის ვიზიტზე აგენტურული პარტიების ე.წ. ლიდერების აბსოლუტური სიჩუმე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ისინი კოორდინირებულად, ერთი ხელით, ქვეყნის გარედან იმართებიან
  3. POSTVსამთავრობოლევან მაჭავარიანი: “პატრონებმა ზუსტად იცოდნენ, რომ ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის სტუმრობისა და მისი შედეგების კრიტიკა არა მხოლოდ უშედეგო, არამედ დამაზიანებელი იქნებოდა, შესაბამისად, საკუთარ აგენტებს გაჩუმება უბრძანეს, რაც, რა თქმა უნდა, ადგილობრივმა რადიკალებმა უსიტყვოდ შეასრულეს”
  4. პირველი არხისამთავრობოლევან მაჭავარიანი – ამ დრომდე ველოდი აგენტურული პარტიების გამოხმაურებას ჩინეთიდან მაღალი დონის ვიზიტზე, თუმცა სრულ დუმილს ამჯობინებენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გარედან იმართებიან
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„თავი და ბოლო ვერავინ გაიგოს“
ლევან მაჭავარიანი
„ნებისმიერი საკითხი, რომელიც არის წარმატებასთან ასოცირებული, ოპოზიციური მედია ან არ აშუქებს, ან აშუქებს იმგვარად, რომ თავი და ბოლო ვერავინ გაიგოს ამ ამბიდან, იგივე შეგვიძლია ვთქვათ აგენტურულ ოპოზიციაზე. ეს ძალიან დიდი წარმატებაა იქიდან გამომდინარე, რომ ასეთი დონის ვიზიტები ხორციელდება ისეთ ქვეყნებში, რომელსაც რეალურ პარტნიორებად აღიქვამენ და ჩინეთი არის ზესახელმწიფო და ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ვითარდება ჩვენი პარტნიორობა, ეს არის რეალური მეგობრობა, რეალური პარტნიორობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე არის დაფუძნებული და რა თქმა უნდა, შუა კორიდორის განვითარების კუთხითაც ჩინეთთან ასეთი მჭიდრო ურთიერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მეორე მხრივ, ჩინური ბაზარი, რომელიც ჩვენთვის ხელმისაწვდომი გახდა მას შემდეგ, რაც სტრატეგიული პარტნიორობა გავაფორმეთ უფრო ხელმისაწვდომი გახდა, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდა, უვიზო მიმოსვლა გაფორმდა, პირდაპირი რეისები ჩაინიშნა.“
ლევან მაჭავარიანი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩილ გორდულაძე: ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტზე ოპოზიციური მედიის დუმილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ როგორც პოლიტიკოსები, ისე ჟურნალისტები პატრონების დავალებებს მონური მორჩილებით ასრულებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები