პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„დიდი ალბათობით, ნოროვირუსი იყო“ - NCDC ბავშვების მოწამვლის შემთხვევებზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) ცნობით, საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტის შემთხვევების სავარაუდო გამომწვევი მიზეზი ნოროვირუსია. ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, კლინიკებს 100-ზე მეტმა ბავშვმა მიმართა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საქმეზე გამოძიება დაიწყო, ჩხრეკა ჩატარდა ოთხ ბაგა-ბაღსა და კვების პროდუქტების მიმწოდებელ სამ კომპანიაში.

„დიდი ალბათობით, ნოროვირუსი იყო“ - NCDC ბავშვების მოწამვლის შემთხვევებზე
რადიო თავისუფლება

NCDC-ის ცნობით, ცენტრი კვლევაში 17 სექტემბერს, საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტის შემთხვევების გამოვლენისთანავე ჩაერთო.

„დაავადებასთან დაკავშირებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ცენტრში ამბობენ, რომ შემთხვევების კლინიკური მიმდინარეობა ამ დროისთვის კეთილსაიმედოა, მნიშვნელოვანი ან საშიში გართულება არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა, ბავშვების უმრავლესობა კი უკვე გამოჯანმრთელების ფაზაშია.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადებით, კვლევების საბოლოო შედეგების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

ნოროვირუსი ვირუსული გასტროენტერიტის ერთ-ერთი ძირითადი გამომწვევია. მას ახასიათებს ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა და ზოგჯერ ტემპერატურის მატება. NCDC-ის თანახმად, საქართველოში ვირუსული გასტროენტერიტების 40-45%-ის მიზეზი სწორედ ნოროვირუსია.

ცენტრი აცხადებს, რომ, როგორც წესი, ორგანიზმი ინფექციას 1-3 დღეში თავად უმკლავდება. მკურნალობისას მნიშვნელოვანია სწორი ჰიდრატაცია და ორგანიზმში სითხის აღდგენა, ასევე კვების რეჟიმის დაცვა. NCDC-ის რეკომენდაციით, მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში რაციონიდან უნდა ამოიღონ რძის პროდუქტები, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვები. დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება კი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მოხდეს.

100-ზე მეტმა ბავშვმა მიმართა კლინიკებს

საბავშვო ბაღებში ავადმყოფობის სიმპტომებით კლინიკებს მიმართული ბავშვების რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. ეს მონაცემი არ მოიცავს იმ ბავშვებს, რომლებსაც მშობლები სახლში მკურნალობენ.

თბილისის საბავშვო ბაღებში ბავშვების სავარაუდო მოწამვლის შესახებ პირველი ცნობები 18 სექტემბრის დილას გავრცელდა. ათობით ბავშვი სხვადასხვა კლინიკაში მსგავსი სიმპტომებით, მათ შორის პირღებინებით, მაღალი ტემპერატურითა და ფაღარათით გადაიყვანეს.

18 სექტემბერს, „ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით“, შვიდმა საბავშვო ბაღმა აღსაზრდელები არ მიიღო.

საქმეზე გამოძიება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიში პროდუქციის დამზადებასა და რეალიზაციას ეხება.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ოთხ ბაგა-ბაღსა და მათთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ სამ კომპანიაში ჩხრეკა ჩატარდა. ასევე გამოიკითხა 50-ზე მეტი ბავშვის კანონიერი წარმომადგენელი და სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები.

გამოძიების საწყის ეტაპზე უწყება აცხადებდა, რომ არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდა, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები იყო.

19 სექტემბერს თბილისის მერმა კახა კალაძემ თქვა, რომ ამ ეტაპზე მტკიცებით იმის თქმა, პრობლემა საკვებმა გამოიწვია თუ არა, ნაადრევი იყო და შესაბამისი სამსახურების კვლევის შედეგებს უნდა დალოდებოდნენ.

NCDC-ის განცხადებით, საბავშვო-სააღმზრდელო დაწესებულებებში კვების უსაფრთხოების შესწავლის მიზნით კვლევაში პირველივე ეტაპზე ჩაერთნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურებიც.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

7 სტატია
სამთავრობო 4ოპოზიციური 3
  1. პირველი არხისამთავრობოდაავადებათა კონტროლის ცენტრი – საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მოწამვლის შემთხვევების კლინიკური მიმდინარეობა კეთილსაიმედოა, კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი ნოროვირუსი იყო
  2. BM.GEოპოზიციურირა გახდა ბაღებში გავრცელებული გასტროენტერიტის მიზეზი? - NCDC-ის განცხადება
  3. რუსთავი 2სამთავრობოNCDC ბაღებში ინტოქსიკაციაზე: შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსი იყო - კვლევები გრძელდება
  4. იმედინიუსისამთავრობოდაავადებათა კონტროლის ცენტრი საბავშვო ბაღებში დაფიქსირებულ შემთხვევებზე: დაავადებასთან დაკავშირებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო. კვლევები გრძელდება და საზოგადოებას ინფორმაცია საბოლოო შედეგების მიღებისთანავე მიეწოდება
  5. TV პირველიოპოზიციურისაკვებით ინტოქსიკაცია ბაღებში - დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს
  6. ალიაოპოზიციურისაკვებით ინტოქსიკაცია ბაღებში – დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს
  7. POSTVსამთავრობოდაავადებათა კონტროლის ცენტრი საბავშვო ბაღებში დაფიქსირებულ შემთხვევებზე: „საბავშვო ბაღებში გამოვლენილი
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
სურსათის ეროვნული სააგენტო – ბაგა-ბაღებში ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები