დაავადებათა კონტროლის ცენტრი საბავშვო ბაღებში დაფიქსირებულ შემთხვევებზე: დაავადებასთან დაკავშირებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო. კვლევები გრძელდება და საზოგადოებას ინფორმაცია საბოლოო შედეგების მიღებისთანავე მიეწოდება
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის განცხადებით, თბილისის საბავშვო ბაღებში დაფიქსირებული გასტროენტერიტის შემთხვევების ძირითადი გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსია. ცენტრის ცნობით, შემთხვევების კლინიკური მიმდინარეობა კეთილსაიმედოა და ბავშვების უმრავლესობა გამოჯანსაღების ფაზაშია. ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით 7 საჯარო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი თბილისის საბავშვო ბაღებში დაფიქსირებულ შემთხვევებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„17 სექტემბერს საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა შორის გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევების გამოვლენისთანავე, კვლევაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთო.
პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ამ მომენტისთვის შემთხვევების კლინიკური მიმდინარეობა კეთილსაიმედოა, არცერთ შემთხვევას არ მოჰყოლია მნიშვნელოვანი ან საშიში გართულება, ბავშვების უმრავლესობა უკვე გამოჯანსაღების ფაზაშია და მალე დაუბრუნდებიან ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
დაავადებასთან დაკავშირებული ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით ნოროვირუსი იყო.
ამასთან აღსანიშნავია, რომ კვლევები გრძელდება და საზოგადოებას ინფორმაცია საბოლოო შედეგების მიღებისთანავე მიეწოდება.
ეს პათოგენი ვირუსული გასტროენტერიტების ძირითადი გამომწვევია მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოს მონაცემების მიხედვით, ვირუსული გასტროენტერიტების 40-45%-ის მიზეზი სწორედ ნოროვირუსია.
ნოროვირუსი არის ინფექცია, რომელსაც ახასიათებს ღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა და ზოგჯერ – ტემპერატურის მატება. იგი სიცოცხლისთვის საშიში არ არის და როგორც წესი, ორგანიზმი ინფექციას 1-3 დღეში თავად უმკლავდება. დაავადების მართვა წყალ-ელექტროლიტური ბალანსის შენარჩუნებით მიმდინარეობს.
ნოროვირუსის მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია: სწორი ჰიდრატაცია, ორგანიზმში სითხის აღდგენა; კვების რეჟიმის დაცვა - მინიმუმ 3-4 დღის განმავლობაში რძის პროდუქტების, ცხიმიანი, შემწვარი და ცხარე საკვების რაციონიდან ამოღება; დიარეისა და ღებინების საწინააღმდეგო მედიკამენტების მიღება - მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.
ამასთან, ნოროვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია ჰიგიენური წესების დაცვა - ხელების საპნით დაბანა მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, დაბინძურებული ზედაპირების დამუშავება.
აქვე აღსანიშნავია, რომ საბავშვო-სააღმზრდელო დაწესებულებებში კვების უსაფრთხოების შესწავლის მიზნით პირველივე ეტაპზე ჩაერთო სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები", - აღნიშნულია ცენტრის განცხადებაში.
როგორც ცნობილია, 18 სექტემბერს, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამდენიმე საჯარო ბაღში რეგისტრირებულ აღსაზრდელს დაუფიქსირდა ცხელება, რიგ შემთხვევებში გულისრევა და ღებინება - ეპიდემიოლოგების რეკომენდაციით, 7 საჯარო ბაღში, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, შეჩერდა სააღმზრდელო პროცესი, დანარჩენი 183 ბაღი აგრძელებს ფუნქციონირებას.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
- პირველი არხიდაავადებათა კონტროლის ცენტრი – საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მოწამვლის შემთხვევების კლინიკური მიმდინარეობა კეთილსაიმედოა, კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი ნოროვირუსი იყო
- BM.GEრა გახდა ბაღებში გავრცელებული გასტროენტერიტის მიზეზი? - NCDC-ის განცხადება
- რუსთავი 2NCDC ბაღებში ინტოქსიკაციაზე: შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი, მაღალი ალბათობით, ნოროვირუსი იყო - კვლევები გრძელდება
- რადიო თავისუფლება„დიდი ალბათობით, ნოროვირუსი იყო“ - NCDC ბავშვების მოწამვლის შემთხვევებზე
- TV პირველისაკვებით ინტოქსიკაცია ბაღებში - დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს
- ალიასაკვებით ინტოქსიკაცია ბაღებში – დაავადებათა კონტროლის ცენტრი განცხადებას ავრცელებს
- POSTVდაავადებათა კონტროლის ცენტრი საბავშვო ბაღებში დაფიქსირებულ შემთხვევებზე: „საბავშვო ბაღებში გამოვლენილი
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.