პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სურსათის ეროვნული სააგენტო – ბაგა-ბაღებში ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისის საბავშვო ბაღებში ნოროვირუსით გამოწვეული გასტროენტერიტის საქმეზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევებით 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა. მოკვლევა გრძელდება, ხოლო დანარჩენი ნიმუშების შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი. გასულ კვირაში თბილისის ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებსა და აღმზრდელებს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდათ, რის გამოც საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო.

სურსათის ეროვნული სააგენტო – ბაგა-ბაღებში ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
პირველი არხი

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელთა შორის ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევებთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტო მოკვლევას აგრძელებს.

სააგენტოს ცნობით, ამ ეტაპზე, სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განმარტებით, დანარჩენი ნიმუშების კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

გასულ კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და ერთ აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები აღენიშნებოდა, მათ სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში მდებარე ექვს სამედიცინო დაწესებულებას მიმართეს. მოგვიანებით, ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ ინტოქსიკაციის ნიშნებით, 100-ზე მეტი ბავშვის ჰოსპიტალიზება გახდა აუცილებელი, თუმცა არ იყო გართულების შემთხვევა ან მოსალოდნელი რისკი. საგამოძიებო სამსახურმა ბაგა-ბაღებში ინტოქსიკაციის ფაქტზე 18 სექტემბერს გამოძიება დაიწყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობობაგა-ბაღებში სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების შედეგად, 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა - სურსათის ეროვნული სააგენტო
  2. POSTVსამთავრობოსურსათის ეროვნული სააგენტო: „ბაგა-ბაღებში ნოროვირუსით გამოწვეულ გასტროენტერიტის შემთხვევებთან დაკავშირებით
მასალის შესახებპირველწყარო: პირველი არხი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
დაავადებათა კონტროლის ცენტრი – საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა მოწამვლის შემთხვევების კლინიკური მიმდინარეობა კეთილსაიმედოა, კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ შემთხვევათა უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი ნოროვირუსი იყოწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები