პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშის პასუხი ცნობილია

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა და ისინი დადგენილ ნორმებს შეესაბამება. უწყება მონიტორინგს აგრძელებს, დანარჩენი ნიმუშების პასუხები კი ეტაპობრივად გახდება ცნობილი. ადრე, სავარაუდო ინტოქსიკაციის ნიშნებით ბაღების აღსაზრდელები კლინიკებში შეიყვანეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით კი შემთხვევების ძირითადი გამომწვევი მიზეზი ნოროვირუსი იყო.

საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშის პასუხი ცნობილია
TV პირველი

საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს და წერს, რომ უწყება საბავშვო ბაგა-ბაღებში სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლს აქტიურად განაგრძობს.

"ლაბორატორიული კვლევისთვის სხვადასხვა დასახელების ცხოველური და არაცხოველური სურსათის 694 ნიმუშია აღებული. ამ ეტაპზე 370 ნიმუშის კვლევის შედეგებია ცნობილი- ყველა მათგანი სურსათის უვნებლობის დადგენილ ნორმებს შეესაბამება"- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყება წერს, რომ მონიტორინგის ფარგლებში ლაბორატორიულად მოწმდება სხვადასხვა სახეობის სურსათი, მათ შორის: ხილ-ბოსტნეული; რძის ნაწარმი (ყველი, რძის ფხვნილი, ულტრაპასტერიზებული სასმელი რძე, ნაღების კარაქი, არაჟანი); ხორცი და ხორცპროდუქტები (საქონლისა და ქათმის ხორცი); მარცვლეული, მზა კერძები და სასმელი წყალი. კვლევა ხორციელდება ისეთ მაჩვენებლებზე, როგორებიცაა: მძიმე მეტალები, ნიტრატები, მიკრობიოლოგიური პარამეტრები და პათოგენები (აერობული მიკროორგანიზმები, კოლიფორმები, სალმონელა, შიგელა, კოაგულაზა-დადებითი სტაფილოკოკი).

დანარჩენი ნიმუშების კვლევის შედეგები ეტაპობრივად გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ ბაღებში, გასტროენტერიტით მიმდინარე შემთხვევათა ძირითადი უმრავლესობის გამომწვევი მიზეზი მაღალი ალბათობით "ნოროვირუსი" იყო.

18 სექტემბერს საჯარო ბაგა-ბაღების 100-მდე აღსაზრდელი სავარაუდოდ ინტოქსიკაციის ნიშნებით კლინიკებში შეიყვანეს.

ბაღებში აღსაზრდელთა სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა გამოძიებაც დაიწყო.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

4 სტატია
სამთავრობო 2ოპოზიციური 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოსაბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
  2. ფორმულაოპოზიციურისააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა
  3. რადიო თავისუფლებაოპოზიციურისურსათის სააგენტომ ბაღებიდან აღებულ 370 ნიმუშში დარღვევა ვერ აღმოაჩინა
  4. POSTVსამთავრობოსურსათის ეროვნული სააგენტო: საბავშვო ბაღებიდან აღებული სურსათის 370 ნიმუშში დარღვევა არ გამოვლინდა •
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

საზოგადოება ·
თბილისის ბაღების მენიუდან რძის ნაწარმი დროებით ამოიღესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები