პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი - სააშკარაოზე გამოდის ხუთი არაკონსტიტუციური პარტიის დანაშაულების კასკადი - იქნება პროცესის გაწელვის მცდელობა, შეეცდებიან, თავის დაძვრენას, რასაც, ბუნებრივია, ვერ შეძლებენ

ქართული ოცნებასაკონსტიტუციო სასამართლოსაქართველოს პარლამენტირუსთავი 2

დავით მათიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში ხუთი ოპოზიციური პარტიის „დანაშაულების კასკადი“ გამოდის სააშკარაოზე, ხოლო ოპოზიცია პროცესის გაწელვასა და „თავის დაძვრენას“ შეეცდება.

დავით მათიკაშვილი - სააშკარაოზე გამოდის ხუთი არაკონსტიტუციური პარტიის დანაშაულების კასკადი - იქნება პროცესის გაწელვის მცდელობა, შეეცდებიან, თავის დაძვრენას, რასაც, ბუნებრივია, ვერ შეძლებენ
ინტერპრესნიუსი

ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნასთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოში კითხვა-პასუხის რეჟიმისთვის ემზადება.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი დარწმუნებულია, რომ შემდგომი სხდომები ოპოზიციის „ანტიკონსტიტუციურ შინაარს“ სრულად აჩვენებს.

მისი შეფასებით, მოსაპასუხე მხარე ფაქტობრივი გარემოებებისგან დაცლილი და ლოგიკას აცდენილი არგუმენტებით შეეცდება „თავის დაძვრენას“, თუმცა ამას ვერ შეძლებენ.

„სააშკარაოზე გამოდის ხუთი არაკონსტიტუციური პარტიის არაკონსიტუციური შინაარსი, დანაშაულების კასკადი, რომელიც საკუთარი ქვეყნის, საკუთარი კონსტიტუციის და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ ჩაიდინეს, ამიტომ, კითხვა პასუხის რეჟიმში კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთება ამ პარტიების ქმედების სწორედ ეს არაკონსტიტუციური სახე. ვერანაირი არგუმენტირებული პასუხი ვერ ექნებათ არაკონსტიტუციური პარტიის წარმომადგენლებს კითხვებზე, რომელიც მოსარჩელე მხარეს ექნება. პირიქით, იქნება მცდელობა პროცესის გაწელვის და შინაარსობრივად არასრული, ლოგიკისგან აცდენილი და ფაქტობრივი გარემოებებისგან დაცლილი პასუხებით ისინი შეეცდებიან, თავის დაძვრენას ამ მოცმულობისგან, რომელსაც, ბუნებრივია, ისინი ვერ შეძლებენ“, - განუცხადა დავით მათიკაშვილმა “რუსთავი2“-ს.

როგორც ცნობილია, ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა ახსნა-განმარტებების ნაწილში დასრულდა. საკონსტიტუციო სასამართლო შეკითხვების ეტაპზე გადადის, რა პროცესიც 9 ნოემბრიდან დაიწყება.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობოიმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და აგენტურა გავა ქართული პოლიტიკური ლანდშაფტიდან - დავით მათიკაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: „კიდევ ერთხელ ნათელი ხდება, თუ რა მასშტაბისა და ზომის ბოროტებასთან ჰქონდა საქმე ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყანას. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს, მაგრამ ჩვენი ღრმა რწმენით, ერთადერთი სწორი, სამართლებრივი და ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილება იქნება“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები