იყო თავის დაძვრენის უსუსური მცდელობა იმ უმძიმესი დანაშაულის მოცემულობისგან, რაც ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის, ხოლო შემდეგ უკვე ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში "კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ" ჩაიდინა - დავით მათიკაშვილი
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის განხილვა მიმდინარეობს, სადაც მმართველი გუნდის მტკიცებით, სტრასბურგის სასამართლოს 227 გამამტყუნებელი განაჩენი დევს.
საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომები ორშაბათს განახლდება. 5 ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ წარდგენილი სარჩელის განხილვა მთელი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუშინ, რიგით მე-17 სხდომაზე კითხვებს ძირითადად მოპასუხე მხარე სვამდა, თუმცა მათი უმეტესობა მოიხსნა, რადგან პლენუმის განცხადებით, ფაქტობრივი მსჯელობის ნაცვლად, პარტიები სასამართლო ტრიბუნას პოლიტიკური განცხადებებისთვის იყენებდნენ.
"ნაციონალურ მოძრაობას" აინტერესებდა, რა მტკიცებულებები არსებობს მათ წინააღმდეგ. მოისმინა, რომ ბევრ სხვა ფაქტთან ერთად სარჩელში დევს სტრასბურგის სასამართლოს 227 გამამტყუნებელი განაჩენი. თუმცა სააკაშვილის თანაგუნდელებმა არცერთ ამ დანაშაულზე პასუხისმგებლობა ისევ არ აიღეს. მმართველმა გუნდმა დაასახელა ოპოზიციური პარტიების ლიდერების კონკრეტული განცხადებებიც, რომლითაც, მათი თქმით, მოპასუხე მხარის ანტიკონსტიტუციური და ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები დასტურდება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, ბრალდებებისგან თავის არიდების უსუსური მცდელობა ჰქონდა:
"იყო ბრალდებებისგან თავის არიდების უსუსური მცდელობა. მცდელობა თავის დაძვრენის იმ უმძიმესი, ღრმა დანაშაულის მოცემულობისგან, რაც 2003–2012 წლებში ჯერ ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ხოლო შემდეგ უკვე ოპოზიციაში ყოფნის პერიოდში "კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ" ჩაიდინა: კონსტიტუციის ფეხქვეშ გათელვის, უამრავი კრიმინალური სახის დანაშაულის ჩადენის და სხვა მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი ქმედების განხორციელების თვალსაზრისით," - აცხადებს დავით მათიკაშვილი.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…