პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა?NEWSTV მთავარზე დაბრუნება

დავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: „კიდევ ერთხელ ნათელი ხდება, თუ რა მასშტაბისა და ზომის ბოროტებასთან ჰქონდა საქმე ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყანას. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს, მაგრამ ჩვენი ღრმა რწმენით, ერთადერთი სწორი, სამართლებრივი და ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილება იქნება“

საკონსტიტუციო სასამართლონაციონალური მოძრაობა

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ დავით მათიკაშვილის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე ერთადერთი სწორი და ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ სარჩელის სრულად დაკმაყოფილება იქნება.

დავით მათიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე: „კიდევ ერთხელ ნათელი ხდება, თუ რა მასშტაბისა და ზომის ბოროტებასთან ჰქონდა საქმე ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყანას. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს, მაგრამ ჩვენი ღრმა რწმენით, ერთადერთი სწორი, სამართლებრივი და ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილება იქნება“
POSTV

„კიდევ ერთხელ ნათელი ხდება, თუ რა მასშტაბისა და ზომის ბოროტებასთან ჰქონდა საქმე ჩვენს საზოგადოებასა და ქვეყანას. რა თქმა უნდა, გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს, მაგრამ ჩვენი ღრმა რწმენით, ერთადერთი სწორი, სამართლებრივი და ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილება იქნება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დავით მათიკაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე საუბრისას განაცხადა.

„2012 წლის შემდგომ საზოგადოებაში მუდმივად მუსირებდა აზრი, მოთხოვნა და სურვილი, რომ 2003-2012 წლებში საქართველოს მმართველი ეს სადისტური რეჟიმი გასამართლებულიყო. მიუხედავად იმისა, რომ ათეულობით და შეიძლება ითქვას, ასეულობით მაშინდელი ჩინოვნიკი დამნაშავედ იქნა ცნობილი კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულში, რომლებიც იმდენად მრავალმხრივი და მრავალწახნაგოვანია, რომ, ჩემი აზრით, სისხლის სამართლის კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის უმეტეს მუხლებს მოიცავს, ჩვენი საზოგადოება მაინც ხედავდა საჭიროებასა და აუცილებლობას, რომ გასამართლებულიყო თავად სისტემა, რომელმაც ქვეყანას უმძიმესი რეალობა დაუყენა.

მართალია, საკონსტიტუციო სასამართლოში ამ პარტიების არაკონსტიტუციურობის საკითხი წყდება და საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რომ ისინი არაკონსტიტუციურები არიან, მაგრამ ეს გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს, ჩვენ მოსამართლეები ვერ ვიქნებით. მიუხედავად ამისა, ამ პროცესმა მიიღო სახე, როდესაც კიდევ ერთხელ, მთელი საზოგადოებისთვის ხდება იმის ჩვენება, თუ რა მასშტაბისა და ზომის ბოროტებასთან ჰქონდა საქმე ჩვენს საზოგადოებას და ქვეყანას – ჯერ მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში იყო, და შემდეგ უკვე „კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ (როგორც ამ პარტიებს ვუწოდებთ) ოპოზიციაში ყოფნის დროს, როდესაც თავისი ორთოდოქსი და განაყოფი პარტიებით ცდილობდნენ, ქვეყნის წინსვლას, განვითარებასა და პროგრესს წინ აღდგომოდნენ და შეეფერხებინათ, რისი უამრავი მაგალითიც სწორედ ამ პროცესზეა წარმოდგენილი.

ახლა ვხედავთ, როგორ ცდილობენ თავიდან აირიდონ ის დანაშაულები, რაც ჩაიდინეს და რაც ყველა ჩვენგანმა კარგად იცის. თითქოს არც თეთრაძის, არც გირგვლიანის, არც რობაქიძისა და არც სხვა კონკრეტული პირების საქმეები, არც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპანტებისთვის გადაცემისა და ომის პროვოცირების ფაქტები არ ყოფილა. თითქოს არც იმ რეზოლუციაზე ყოფილა ხელმოწერილი, სადაც ქვეყანას და საკუთარ ჯარს დააბრალეს ჩვენი ქალაქის დაბომბვა. აი, ეს ყველაფერი თითქოს არ მომხდარა. ამიტომაც არის ეს პროცესი მნიშვნელოვანი და ისტორიული. ჩვენ ამით არაფერს ახალს არ ვიგონებთ და არაფერი განსაკუთრებული არ ხდება – აგერ, 22 პარტიაა აკრძალული უკრაინაში, 8 პარტია აიკრძალა მოლდოვაში და საერთოდ, ბოლო 4 წელიწადში ევროპის კონტინენტზე 150-მდე პარტიაა აკრძალული.

კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ რომ ანტიკონსტიტუციურია, კონკრეტული კონსტიტუციური მუხლების დამრღვევი, სახელმწიფო წესწყობილების სისტემის ფეხქვეშ გამთელავი და ამ საერთო სახელმწიფოებრივი, ქართული დემოკრატიული წესრიგის წინააღმდეგ მყოფი და მებრძოლი ძალაა, ამ ყველაფერს კიდევ ერთხელ ხედავს ჩვენი საზოგადოება. რა თქმა უნდა, ყველაფერი მოსამართლეების გადასაწყვეტია, თუმცა ჩვენი ღრმა რწმენით, ერთადერთი სწორი, სამართლებრივი და ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილება სარჩელის სრულად დაკმაყოფილება იქნება“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დავით მათიკაშვილი - სააშკარაოზე გამოდის ხუთი არაკონსტიტუციური პარტიის დანაშაულების კასკადი - იქნება პროცესის გაწელვის მცდელობა, შეეცდებიან, თავის დაძვრენას, რასაც, ბუნებრივია, ვერ შეძლებენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები