იმედი გვაქვს, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და აგენტურა გავა ქართული პოლიტიკური ლანდშაფტიდან - დავით მათიკაშვილი
საკონსტიტუციო სასამართლოში 5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესი განახლდება. დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციას არგუმენტები არ აქვს და იმედოვნებს, რომ სასამართლო მათ აკრძალავს.
5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესს საკონსტიტუციო სასამართლო ხვალიდან განაახლებს. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, სარჩელში ასახულ ბრალდებებთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებს სამართლებრივი არგუმენტები ამ დრომდე არ წარმოუდგენიათ.
"დღემდე, რადიკალური ოპოზიციისგან, აგენტურისგან ვერცერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ, რომლითაც თავს დაიცავდა იმ ღირებული და სოლიდური სასარჩელო მოთხოვნებისგან, რაც ჩვენ მიერ იქნა წარდგენილი. არის თავის მართლების უსუსური მცდელობა.
ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი საბოლოოდ მიიღებს ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და არაკონსტიტუციური პარტიები, აგენტურა გავა ქართული პოლიტიკური ლანდშაფტიდან", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "ფედერალისტების", "ახლისა" და გახარიას პარტიის აკრძალვის შესახებ მმართველი გუნდის სარჩელის არსებითი განხილვა სასამართლომ 21 ოქტომბერს დაიწყო.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…