სოზარ სუბარი: 9 აპრილს საქართველოს წინააღმდეგ გამოსული იყო საბჭოთა კავშირის ყველაზე სასტიკი სპეცრაზმი, 7 ნოემბერს კი, საკუთარი ხელისუფლება როცა ასე ექცეოდა საკუთარ ხალხს, მანდ გამოავლინა, რომ არ უყვარს საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი და სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება
სოზარ სუბარის განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბერს მაშინდელმა ხელისუფლებამ საკუთარი ხალხის დარბევით გამოავლინა, რომ სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა. მან არასამთავრობო ორგანიზაციებიც გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ „იმედის“ დასაცავად ოფისიდან არცერთი მათგანი არ გამოსულა.

9 აპრილს საქართველოს წინააღმდეგ გამოსული იყო საბჭოთა კავშირის ყველაზე სასტიკი სპეცრაზმი, 7 ნოემბერს კი, საკუთარი ხელისუფლება როცა ასე ექცეოდა საკუთარ ხალხს, მანდ გამოავლინა, რომ მას არ უყვარს საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი და ის სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის" თავმჯდომარე სოზარ სუბარმა 2007 წლის მოვლენებზე საუბრისას.
„ამბობთ, რომ მაშინ „იმედთან“ ბევრი ხალხი მოვიდა. მე გეტყვით ვინ არ მოვიდა. მაშინ, ყველა გავლენიანი „ენჯეო“ შეკრებილი იყო ჩემს ოფისში [სახალხო დამცველის ოფისი] და წერდნენ რაღაც განცხადებას, რომ დაეგმოთ ეს დღე. მე და გიორგი ჩხეიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ერთად ვიყავით, ბრიტანეთის ელჩთან ამ საკითხებზე ვმსჯელობდით და რომ დავინახეთ, რომ „იმედთან“ რაღაც ხდებოდა, ჯერ დარბევა არ იყო დაწყებული, ელჩს დავემშვიდობეთ, ოფისში მივედით და ყველას ვუთხარით, რომ ყველანი „იმედთან“ უნდა მივსულიყავით, თუ გვინდოდა რომ „იმედი“ დაგვეცვა და არცერთი კაცი არ გამოგვყვა. მარტო მე და გიორგი ჩხეიძე მოვედით „იმედთან“ და ვითხოვდით, რომ შევეშვით. ამ მოთხოვნის შემდეგ დაიწყეს გაზის ყუმბარების სროლა და მე მოვიწამლე. იმ დღეს ჩემთვის მე-6 თუ მე-7 მოწამვლა იყო. უფლებადამცველები, რომლებიც იქ უნდა ყოფილიყვნენ და საკუთარი თვალით დაენახათ რა ხდებოდა, არცერთი მათგანი ოფისიდან არ განძრეულა“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიასოზარ სუბარი – 2007 წლის 7 ნოემბერს „იმედთან“ დაკავშირებით რაც ხდებოდა, იყო წარმოუდგენელი სისასტიკე ქართველი ხალხის, დამოუკიდებელი ტელევიზიის წინააღმდეგ
სოზარ სუბარი: 7 ნოემბერს ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ ხელისუფლება მის წინააღმდეგ არის. კონსტიტუცია დაირღვა, როდესაც თავდაცვის ძალები გამოიყვანეს მშვიდობიანი მოქალაქების წინააღმდეგ, როდესაც სასჯელაღსრულების სპეცრაზმი გამოიყვანეს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
ციტატები სტატიიდან
„ამბობთ, რომ მაშინ „იმედთან“ ბევრი ხალხი მოვიდა. მე გეტყვით ვინ არ მოვიდა. მაშინ, ყველა გავლენიანი „ენჯეო“ შეკრებილი იყო ჩემს ოფისში [სახალხო დამცველის ოფისი] და წერდნენ რაღაც განცხადებას, რომ დაეგმოთ ეს დღე. მე და გიორგი ჩხეიძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ერთად ვიყავით, ბრიტანეთის ელჩთან ამ საკითხებზე ვმსჯელობდით და რომ დავინახეთ, რომ „იმედთან“ რაღაც ხდებოდა, ჯერ დარბევა არ იყო დაწყებული, ელჩს დავემშვიდობეთ, ოფისში მივედით და ყველას ვუთხარით, რომ ყველანი „იმედთან“ უნდა მივსულიყავით, თუ გვინდოდა რომ „იმედი“ დაგვეცვა და არცერთი კაცი არ გამოგვყვა. მარტო მე და გიორგი ჩხეიძე მოვედით „იმედთან“ და ვითხოვდით, რომ შევეშვით. ამ მოთხოვნის შემდეგ დაიწყეს გაზის ყუმბარების სროლა და მე მოვიწამლე. იმ დღეს ჩემთვის მე-6 თუ მე-7 მოწამვლა იყო. უფლებადამცველები, რომლებიც იქ უნდა ყოფილიყვნენ და საკუთარი თვალით დაენახათ რა ხდებოდა, არცერთი მათგანი ოფისიდან არ განძრეულა“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…