სოზარ სუბარი: სააკაშვილის წერილი არის დემაგოგია - როდესაც ჟურნალისტები სახალხო დამცველის ოფისში მოდიოდნენ, მიყვებოდნენ, რომ მათ, შენობიდან გამოსულებს აიძულებდნენ ერბინათ, სპეცრაზმელები მისდევდნენ და დამიზნებით ზურგში რეზინის ტყვიებს ესროდნენ
სოზარ სუბარმა მიხეილ სააკაშვილის განცხადებას დემაგოგია უწოდა და აღნიშნა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დანაშაულებზე სინანული არ გააჩნია. მან გაიხსენა, თუ როგორ ესროდნენ 2007 წელს სპეცრაზმელები ჟურნალისტებს ზურგში რეზინის ტყვიებს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი მიხეილ სააკაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება და მას დემაგოგიას უწოდებს.
„საკონსტიტუციო სასამართლოზე რა განცხადებებსაც აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და პლუს სააკაშვილის ციხიდან გამოქვეყნებული განცხადებაც ნათლად ადასტურებს ერთ რამეს - მათ ქართველი ხალხის წინაშე არანაირი სინანული არ აქვთ ჩადენილი დანაშაულების გამო. პირიქით, ისინი მზად არიან, დღესაც იგივე გაიმეორონ და გაიმეორონ უფრო სასტიკად.
ერთადერთი, რასაც ისინი ნანობენ, არის ის, რომ 2012 წელს ყველა ძალით არ სცადეს ხელისუფლების შენარჩუნება.
სააკაშვილის ეს წერილი არის დემაგოგია. როდესაც ჟურნალისტები სახალხო დამცველის ოფისში მოდიოდნენ, პირდაპირ მიყვებოდნენ, რომ მათ, შენობიდან გამოსულებს აიძულებდნენ ერბინათ, სპეცრაზმელები მისდევდნენ და დამიზნებით ზურგში რეზინის ტყვიებს ესროდნენ“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც 2007 წლის ნოემბრის მოვლენებს იხსენებს და წერს: „სახელმწიფო ინსტიტუტების და დემოკრატიული წესრიგის დასაცავად მე გამოვაცხადე საგანგებო მდგომარეობა. რამდენიმე დღით დავხურეთ პატარკაციშვილის „იმედი“.
ციტატები სტატიიდან
„საკონსტიტუციო სასამართლოზე რა განცხადებებსაც აკეთებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები და პლუს სააკაშვილის ციხიდან გამოქვეყნებული განცხადებაც ნათლად ადასტურებს ერთ რამეს - მათ ქართველი ხალხის წინაშე არანაირი სინანული არ აქვთ ჩადენილი დანაშაულების გამო. პირიქით, ისინი მზად არიან, დღესაც იგივე გაიმეორონ და გაიმეორონ უფრო სასტიკად. ერთადერთი, რასაც ისინი ნანობენ, არის ის, რომ 2012 წელს ყველა ძალით არ სცადეს ხელისუფლების შენარჩუნება. სააკაშვილის ეს წერილი არის დემაგოგია. როდესაც ჟურნალისტები სახალხო დამცველის ოფისში მოდიოდნენ, პირდაპირ მიყვებოდნენ, რომ მათ, შენობიდან გამოსულებს აიძულებდნენ ერბინათ, სპეცრაზმელები მისდევდნენ და დამიზნებით ზურგში რეზინის ტყვიებს ესროდნენ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…