პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოზარ სუბარი: “მსურს, ელენე თევდორაძეს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც მან ადამიანის უფლებების დასაცავად გასწია”

ხალხის ძალანაციონალური მოძრაობასაქართველოს პარლამენტი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა სოზარ სუბარმა „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდზე საუბრისას ელენე თევდორაძის საქმიანობა გაიხსენა და მას ადამიანის უფლებების დასაცავად გაწეული უკომპრომისო ბრძოლისთვის მადლობა გადაუხადა.

სოზარ სუბარი: “მსურს, ელენე თევდორაძეს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც მან ადამიანის უფლებების დასაცავად გასწია”
POSTV

პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე საუბრისას ელენე თევდორაძის საქმიანობას იხსენებს.

„როცა ვიხსენებთ იმ საშინელებას, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ხდებოდა ადამიანის უფლებების სფეროში, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ელენე თევდორაძე, პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც იყო ადამიანის უფლებების ხმალამოღებული დამცველი და ყველა უფლებადარღვეულის ქომაგი და მფარველი.

ის იყო პირველი, ვინც ევროსაბჭოს წარმომადგენელთან, მათიას იორშთან ერთად, შევიდა მე-7 საპყრობილეში სასტიკად ნაწამები სულხან მოლაშვილის მოსანახულებლად და შესაბამისი განცხადებაც გააკეთა.

განსაკუთრებით დასაფასებელია, რომ ამას აკეთებდა იმის მიუხედავად, რომ თავადაც მმართველი გუნდის წარმომადგენელი იყო. სწორედ ამიტომ მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მას.

როდესაც სახალხო დამცველი ვიყავი, პარლამენტში ერთ-ერთი მოხსენების დროს ვლაპარაკობდი იმ საშინელებებზე, რომლებსაც მეგის ქარდავა სჩადიოდა.

რასაკვირველია, ამას ხმაური მოჰყვა – აცხადებდნენ, რომ ყველაფერი ტყუილი და მოგონილი იყო. ამ დროს, ქალბატონი ელენე მიკროფონთან მივიდა და დაადასტურა, რომ ჩემი ნათქვამი თავიდან ბოლომდე სიმართლე იყო. მან ისიც აღნიშნა, რომ თავადაც ჰქონდა ადამიანებისგან მოსმენილი იმ საშინელი ფაქტების შესახებ, რომლებზეც ჩემს მოხსენებაში ვსაუბრობდი. მაშინ ელენე თევდორაძემ თქვა: „ბოლო-ბოლო, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს უმსგავსობა?!“

მსურს, ელენე თევდორაძეს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა იმ უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც მან ადამიანის უფლებების დასაცავად გასწია”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. იმედინიუსისამთავრობოსოზარ სუბარი: მსურს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა ელენე თევდორაძეს იმ უკომპრომისო ბრძოლისთვის, რომელიც მან ადამიანის უფლებების დასაცავად გასწია
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ბოლო-ბოლო, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს ეს უმსგავსობა?!“
ელენე თევდორაძე
მასალის შესახებპირველწყარო: POSTV ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სოზარ სუბარი: „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის დროს ციხეში მოხვედრილმა ადამიანებმა ამქვეყნიური ჯოჯოხეთი გამოიარეს“წაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები