ჰამასი ამტკიცებს, რომ დაჯგუფების მეთაურის ვაჟი ისრაელის საჰაერო დარტყმას გადაურჩა
„ჰამასის“ განცხადებით, დაჯგუფების მეთაურის ერთადერთი ცოცხალი ვაჟი, იზელდინ ალ-ჰაია ისრაელის საჰაერო დარტყმას გადაურჩა. დაჯგუფება ისრაელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლის მცდელობაში ადანაშაულებს.

მან სააგენტო Reuters-ს განუცხადა, რომ იზელდინ ალ-ჰაია და მისი ოჯახი გამთენიისას განხორციელებულ საჰაერო დარტყმას გადაურჩნენ. ჰამასის
(აშშ-ში და ევროკავშირში ტერორისტულად შერაცხილი) წყაროების ცნობით, დაიჭრა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ჰაიას რძალი, თუმცა შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ღაზის უსაფრთხოების სამსახურის წყარომ AFP-ს განუცხადა, რომ ვაჟი გადარჩა.
ისრაელის თავდაცვის ძალებს მომხდარზე დაუყოვნებლივი კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ნაიმის თქმით, 1997 წელს დაბადებული იზელდინ ალ-ჰაია ჰამასის მეთაურის ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი ვაჟია, ვინაიდან მისი ოთხი სხვა ვაჟი ისრაელის ძალებმა მოკლეს.
ნაიმის განცხადებით, პარასკევს განხორციელებულ იერიშს ერთ-ერთი გარდაცვლილი ვაჟის ოჯახიც გადაურჩა.
AFP-ის ცნობით, ეს დარტყმა მოჰყვა ისრაელის სამხედროების მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ თავდასხმების სერიას, რომელთა სამიზნეც ჰამასის ოფიციალური პირები იყვნენ. ისრაელი ღაზაში სამიზნეებს ურტყამს მიუხედავად ომით განადგურებულ პალესტინელთა ტერიტორიაზე მოქმედი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმისა.
ცალკე, ღაზის სამოქალაქო თავდაცვის სააგენტომ განაცხადა, რომ პარასკევს ისრაელის ძალებმა მთელ ტერიტორიაზე შვიდი ადამიანი მოკლეს.
ჰამასის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისრაელის სამხედროებმა იერიში საცხოვრებელ ბინაზე მიიტანეს, რაც დაჯგუფებამ ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის მიერ ჰაიას მისამართით გაჟღერებულ მუქარებს დაუკავშირა.
ჰამასმა ისრაელი ღაზაში 2025 წელს მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ჩაშლის მცდელობაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ მიმდინარე თავდასხმების შედეგებზე სრული პასუხისმგებლობა ისრაელს ეკისრება.
ნაიმის თქმით, იზელდინი ტყუპისცალია ჰამამ ხალილ ალ-ჰაიასი, რომელიც 2025 წელს კატარში ჰამასი“ ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებულ ისრაელის საჰაერო დარტყმას ემსხვერპლა.
ჰაია, რომელიც ივლისში ჰამასის მთავარ მეთაურად დაინიშნა, კატარში განხორციელებული თავდასხმისას თავადაც ბეწვზე გადაურჩა სიკვდილს.
ხუთშაბათს ჰაიამ შესაძლო საპასუხო ქმედებების შესახებ გაფრთხილება გამოთქვა მას შემდეგ, რაც ღაზაში ისრაელის იერიშებს, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა.
პარალელურად, სამედიცინო წყაროებმა Reuters-ს აცნობეს, რომ პარასკევს ქალაქ რაფაჰზე ისრაელის თავდასხმის შედეგად სამი პალესტინელი დაიღუპა და ორი დაიჭრა.
ისრაელის არმიის წარმომადგენელმა, როცა აღნიშნული იერიშის შესახებ კომენტარს აკეთებდა, განაცხადა, რომ სამხედროებმა სამ მებრძოლზე მიიტანეს დარტყმა, თუმცა დეტალებზე არ ულაპარაკია.
ისრაელსა და ჰამასს შორის შარშან მიღწეულმა ზავმა, რომლის მთავარი პირობა ისრაელის ჯარის გასვლა ტერიტორიიდან და ჰამასის მიერ იარაღის დაყრაა, სრულმასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები შეაჩერა, თუმცა ისრაელის თითქმის ყოველდღიური დარტყმები არ დასრულებულა.
ისრაელი ფაქტობრივად აკონტროლებს ვიწრო სანაპირო ზოლის დაახლოებით 64%-ს, რომელიც ნანგრევებადაა ქცეული
ისრაელის არმიის ორწლიანი ომის შედეგად, რომელიც მოჰყვა 2023 წელს სამხრეთ ისრაელზე ჰამასის თავდასხმას. ამ ინციდენტის საპასუხოდ დაწყებულ ისრაელის საომარი მოქმედებს 70 ათასზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…