პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

სოზარ სუბარი: 7 ნოემბერს ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ ხელისუფლება მის წინააღმდეგ არის. კონსტიტუცია დაირღვა, როდესაც თავდაცვის ძალები გამოიყვანეს მშვიდობიანი მოქალაქების წინააღმდეგ, როდესაც სასჯელაღსრულების სპეცრაზმი გამოიყვანეს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ

ხალხის ძალანაციონალური მოძრაობატელეიმედისაქართველოს პარლამენტი

სოზარ სუბარის განცხადებით, 2007 წლის 7 ნოემბერს კონსტიტუცია დაირღვა, როდესაც მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ თავდაცვის ძალები და სასჯელაღსრულების სპეცრაზმი გამოიყვანეს. დეპუტატის თქმით, „ნაციონალური მოძრაობისა“ და მიხეილ სააკაშვილის განწყობა დღესაც არ შეცვლილა.

სოზარ სუბარი: 7 ნოემბერს ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ ხელისუფლება მის წინააღმდეგ არის. კონსტიტუცია დაირღვა, როდესაც თავდაცვის ძალები გამოიყვანეს მშვიდობიანი მოქალაქების წინააღმდეგ, როდესაც სასჯელაღსრულების სპეცრაზმი გამოიყვანეს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
იმედინიუსი

7 ნოემბერს ქართველმა ხალხმა დაინახა, რომ ხელისუფლება მას არ ემსახურება და პირიქით, მის წინააღმდეგ არის, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა 2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებზე.

სუბარის თქმით, 7 ნოემბერი გარდატეხის დღე იყო, „ნაციონალური მოძრაობისა" და პირადად მიხეილ სააკაშვილის ახლანდელი განცხადებები კი ადასტურებს, რომ მათი განწყობა არ შეცვლილა და დღესაც იმავეს გამმეორებლები არიან.

სოზარ სუბარმა ტელეკომპანია „იმედთან“ დაკავშირებით სააკაშვილის გუშინდელი და წარსულში გაკეთებული განცხადებები გაიხსენა.

„დარბევიდან რამდენიმე დღის შემდეგ თქვა, რომ „იმედი“ იყო სიცრუის მანქანა და ამიტომაც უნდა დარბეულიყო. „უოლ სთრით ჯორნალთან“ თქვა, რომ არხის რეპორტაჟები აღმაშფოთებელი იყო და ამიტომ დახურეს. იმის გამო, რომ არ მოსწონდა, თურმე „მოსულა“ არხის დახურვა. ეს არ იყო არხის დახურვა, ეს იყო სპეცრაზმის შემოჭრა, უდიდესი სისასტიკე თანამშრომლების მიმართ.

სააკაშვილი ბოლო განცხადებაშიც იტყუება, როცა ამბობს, რომ რამდენიმე დღით დავხურეთ და მფლობელს დავუბრუნეთო. მფლობელს კი არ დაუბრუნეს, გადასცეს სრულიად უცხო ადამიანს, რომელსაც კავშირი არ ჰქონდა არც „იმედთან“ და არც ამ საკუთრებასთან. შესაბამისად, არხმა სრულად შეიცვალა სარედაქციო პოლიტიკა და ჩადგა ხელისუფლების სამსახურში, რაც იყო მათი მიზანი“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

„ხალხის ძალის“ თავმჯდომარის თქმით, 7 ნოემბერს ხელისუფლებამ დაარღვია კონსტიტუცია, როცა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ თავდაცვის ძალები გამოიყვანა.

„2 ნოემბერს იყო პირველი დიდი აქცია, ხელის შეშლა იყო დიდი, მაგრამ მაინც ბევრი ხალხი შეიკრიბა. 2 ნოემბერს აქცია დასრულდა, 3 ნოემბერს კიდევ უფრო ცოტა ხალხი იყო და იკლებდა რაოდენობა. 7 ნოემბერს, როცა დარბევა დაიწყო, ოცამდე ადამიანი იყო პარლამენტის წინ, ამ დროს ადამიანებს უსასტიკესად სცემეს. ამას მოჰყვა ხალხის სპონტანური რეაქცია, ამ სპონტანური რეაქციისთვის ხელისუფლებას უკვე გამოყვანილი ჰყავდა თავდაცვის ძალები, პოლიციურ ძალებთან ერთად, სასჯელაღსრულების სპეცრაზმიც. კონსტიტუცია დაირღვა, როდესაც თავდაცვის ძალები გამოიყვანეს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, როდესაც სასჯელაღსრულების სპეცრაზმი გამოიყვანეს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. პირველი არხისამთავრობოსოზარ სუბარი – 2007 წლის 7 ნოემბერს „იმედთან“ დაკავშირებით რაც ხდებოდა, იყო წარმოუდგენელი სისასტიკე ქართველი ხალხის, დამოუკიდებელი ტელევიზიის წინააღმდეგ
  2. იმედინიუსისამთავრობოსოზარ სუბარი: 9 აპრილს საქართველოს წინააღმდეგ გამოსული იყო საბჭოთა კავშირის ყველაზე სასტიკი სპეცრაზმი, 7 ნოემბერს კი, საკუთარი ხელისუფლება როცა ასე ექცეოდა საკუთარ ხალხს, მანდ გამოავლინა, რომ არ უყვარს საკუთარი ქვეყანა, საკუთარი ხალხი და სხვა ქვეყნის ინტერესებს ემსახურება
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„2 ნოემბერს იყო პირველი დიდი აქცია, ხელის შეშლა იყო დიდი, მაგრამ მაინც ბევრი ხალხი შეიკრიბა. 2 ნოემბერს აქცია დასრულდა, 3 ნოემბერს კიდევ უფრო ცოტა ხალხი იყო და იკლებდა რაოდენობა. 7 ნოემბერს, როცა დარბევა დაიწყო, ოცამდე ადამიანი იყო პარლამენტის წინ, ამ დროს ადამიანებს უსასტიკესად სცემეს. ამას მოჰყვა ხალხის სპონტანური რეაქცია, ამ სპონტანური რეაქციისთვის ხელისუფლებას უკვე გამოყვანილი ჰყავდა თავდაცვის ძალები, პოლიციურ ძალებთან ერთად, სასჯელაღსრულების სპეცრაზმიც. კონსტიტუცია დაირღვა, როდესაც თავდაცვის ძალები გამოიყვანეს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, როდესაც სასჯელაღსრულების სპეცრაზმი გამოიყვანეს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ“
სოზარ სუბარი
„და არც ამ საკუთრებასთან. შესაბამისად, არხმა სრულად შეიცვალა სარედაქციო პოლიტიკა და ჩადგა ხელისუფლების სამსახურში, რაც იყო მათი მიზანი“
სოზარ სუბარი
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
სოზარ სუბარი: სააკაშვილის წერილი არის დემაგოგია - როდესაც ჟურნალისტები სახალხო დამცველის ოფისში მოდიოდნენ, მიყვებოდნენ, რომ მათ, შენობიდან გამოსულებს აიძულებდნენ ერბინათ, სპეცრაზმელები მისდევდნენ და დამიზნებით ზურგში რეზინის ტყვიებს ესროდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები