პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ნუ მანიპულირებთ... - ღარიბაშვილის ოჯახი პენიტენციურს პასუხობს

იუსტიციის სამინისტროქართული ოცნება

ყოფილ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი პენიტენციურ სამსახურს წესებით მანიპულირებაში ადანაშაულებს და მცირეწლოვან შვილებთან პაემნის დაშვებას ითხოვს, რაზეც უწყება აცხადებს, რომ პატიმარი კანონით გათვალისწინებული უფლებებით სრულად სარგებლობს.

ნუ მანიპულირებთ... - ღარიბაშვილის ოჯახი პენიტენციურს პასუხობს
TV პირველი

"ნუ მანიპულირებთ თქვენს მიერვე დადგენილი წესებით - ანახეთ პატარა ბავშვებს მამა" - ასეთ პასუხს უბრუნებს ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახი პენიტენციურ სამსახურს, რომელიც ირწმუნება, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერი სრულად სარგებლობს პაემნის უფლებებით, წელიწადში ორჯერ ხანგრძლივით, თვეში ერთხელ კი ხანმოკლე პერიოდით.

რაც შეეხება მის წახალისებას, უწყება ამბობს, რომ ამას წყვეტს ციხეების უფროსი, მაგრამ ამას მას კანონი არ ავალდებულებს.

ირაკლი რარიბაშვილის ცოლის ძმა, ლექსო თამაზაშვილი სოციალურ ქსელში რიგით მეორე განცხადებას აქვეყნებს და პენიტენციურ უწყებას ჰუმანურობისკენ მოუწოდებს.

რეგულაციები, რომელთა გამოყენებითაც ხდება ირაკლის დასჯა, მოქმედებს განსაკუთრებით მძიმე დამნაშავეების მიმართ:

* პირები, რომლებმაც ჩაიდინეს მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული (მაგალითად: მკვლელობა, ორგანიზებული დანაშაული, ტერორიზმი და ა.შ.).

* მსჯავრდებულები, რომლებსაც აქვთ უვადო თავისუფლების აღკვეთა მისჯილი.

* ისინი, ვისაც აქვთ დანაშაულის რეციდივი (წარსულში არაერთგზის ნასამართლევი პირები).

* პატიმრები, რომლებიც სხვა (მაგალითად, ნახევრად ღია) ტიპის ციხეში ყოფნისას არღვევდნენ რეჟიმს, ავლენდნენ აგრესიას, იყვნენ კრიმინალური სუბკულტურის მატარებლები ან არსებობდა მათი მხრიდან გაქცევის მაღალი საფრთხე.

სასამართლოს არ მიუსჯია ირაკლისთვის დახურული ტიპის დაწესებულებაში სასჯელის მოხდა. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ირაკლი ითვლება დახურული ტიპის დაწესებულების პატიმრად, არის ის, რომ იმყოფება სამარტოო საკანში.

შესაბამისად, გაუგებარია, რატომ იყენებენ მკაცრ მიდგომებს ირაკლის მიმართ - წესებს, რომლებიც შემუშავებულია საშიში და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების ჩამდენი პატიმრების დასასჯელად?!

კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ , იყავით ჰუმანურები! ნუ მანიპულირებთ თქვენს მიერვე დადგენილი წესებით - ანახეთ პატარა ბავშვებს მამა!"- წერს ლექსო თამაზაშვილი.

გუშინ ღამით ექს-პრემიერის ცოლის ძმამ, ლექსო თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ირაკლის „დამატებითი“ დასჯის სახით მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ".

დღეს კი "პირველებს" ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა უთხრა, რომ "ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსანს რუსთავის ციხეში ადმინისტრაციისგან უკვე დაშვებული პაემანი გაუუქმეს. უფლებადამცველი ამ ყველაფერს ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილებს უკავშირებს.

აღნიშნულ განცხადებებს პენიტეციურის მხრიდან პასუხი მოჰყვა.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ნუ მანიპულირებთ თქვენს მიერვე დადგენილი წესებით - ანახეთ პატარა ბავშვებს მამა“
„ირაკლის „დამატებითი“ დასჯის სახით მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ“
ლექსო თამაზაშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ადვოკატი ამბობს, რომ ღარიბაშვილს ოჯახთან დაშვებული პაემანი გამოქვეყნებული წერილების გამო გაუუქმესწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები