ღარიბაშვილის ადვოკატი: ირაკლის პოზიციით, პაემნების შეზღუდვა ხელისუფლების გადაწყვეტილებაა
პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილის პოზიციით, მისთვის პაემნების შეზღუდვა ხელისუფლების გადაწყვეტილება და სადამსჯელო ღონისძიებაა, განაცხადა მისმა ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა.

პატიმრობაში მყოფი ექსპრემიერი ფიქრობს, რომ მისთვის შეზღუდვების დაწესება ხელისუფლების გადაწყვეტილებაა - ეს ინფორმაცია მისმა ადვოკატმა, ნათია თამაზაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის მონახულების შემდეგ ციხიდან გამოიტანა.
როგორც უფლებადამცველი ამბობს, ღარიბაშვილი თვლის, რომ ეს ფორმით მის მიმართ სადამსჯელო ღონისძიებაა.
ირაკლის პოზიციით, ეს არის ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ ამ ფორმით სადამსჯელო ღონისძიება იქნეს გამოყენებული. სხვა რაიმე დამაკავშირებელი, ამ საქმესთან მიმართებით, ჩვენ ვერ ვხედავთ. 17 აგვისტომდე, წინა პირობები შეზღუდვების არ ჰქონდა, როგორც აღვნიშნე და 26 აგვისტოს გრძელვადიანი პაემანიც გაუქმდა, - ამბობს უფლებადამცველი.
გუშინ ღამით ექს-პრემიერის ცოლის ძმამ, ლექსო თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ "ირაკლის „დამატებითი“ დასჯის სახით მცირეწლოვანი ბავშვების ნახვის საშუალებას არ აძლევენ".
დღეს კი "პირველებს" ღარიბაშვილის ადვოკატმა, ლილი გელაშვილმა უთხრა, რომ "ოცნების" ყოფილ მაღალჩინოსანს რუსთავის ციხეში ადმინისტრაციისგან უკვე დაშვებული პაემანი გაუუქმეს. უფლებადამცველი ამ ყველაფერს ღარიბაშვილის მიერ ციხიდან გამოგზავნილ წერილებს უკავშირებს.
აღნიშნულ განცხადებებს პენიტეციურის მხრიდან პასუხი მოჰყვა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…