პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

ზურაბ პატარაძე საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის - "გმირის დღე" მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტიაჭარის მთავრობაქართული ოცნება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის, „გმირის დღის“ მონაწილეებსა და დეპუტატებს შეხვდა. მისი განცხადებით, ინიციატივის მიზანი ახალგაზრდებისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მნიშვნელობის შეხსენებაა.

საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისია ბათუმში 6-7 ნოემბერს პროექტის - „გმირის დღის“ ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებას გამართავს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე კომისიის თავმჯდომარეს, პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს, მარიამ ლაშხს, კომისიის წევრ რიმა ბერაძეს, საქართველოს პარლამენტის წევრებს და პროექტის მონაწილეებს შეხვდა.

მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ეროვნული გმირების მაგალითის განზოგადება ახალგაზრდებისთვის ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის მნიშვნელობის შეხსენებას ისახავს მიზნად. ზურაბ პატარაძემ ასევე ხაზი გაუსვა სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობასაც, რაც მოსწავლეებს ცოდნის. გამოცდილების გაზიარებისა და საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას აძლევს.

პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა; ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, დროებითი კომისიის წევრმა რიმა ბერაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა.

ინიციატივა საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებს აერთიანებს და ბავშვებსა და მოზარდებში ისტორიული მეხსიერების შენარჩუნებასა და სამშობლოს წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობის გაძლიერებას ემსახურება. ღონისძიება ბათუმისა და თბილისის რესურსცენტრების ჩართულობით ხორციელდება და მისი მიზანი სხვადასხვა რაიონის სკოლებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, გამოცდილების გაზიარება და მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობაა.

ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოაჭარის მთავრობის თავმჯდომარე პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს და პროექტის "გმირის დღე" მონაწილეებს შეხვდა
  2. რუსთავი 2სამთავრობოპარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის "გმირის დღის" ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა გაიმართა
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის "გმირის დღის" ფარგლებში, ბათუმის №2 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები