პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის "გმირის დღის" ფარგლებში, ბათუმის №2 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
ბათუმის №2 საჯარო სკოლაში პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის, „გმირის დღის“ ფარგლებში ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც თბილისის №220 და ბათუმის №2 საჯარო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის "გმირის დღის" ფარგლებში, ბათუმის №2 საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებაზე თბილისის, ჩუღურეთის რაიონის №220 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ეროვნული გმირის, გიორგი მაზნიაშვილის შესახებ თეატრალური კომპოზიციები წარადგინეს. ბათუმის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კი სტუმრებს მარო მაყაშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა გააცნეს.
ღონისძიების ფარგლებში, თბილისის №220 და ბათუმის №2 საჯარო სკოლებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მიზნად ისახავს სკოლებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარებასა და საერთო პროექტები განხორციელებას.
ღონისძიება ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის ორგანიზებით, კომისიის წევრის, რიმა ბერაძის ინიციატივით, ბათუმისა და თბილისის რესურსცენტრების ჩართულობით გაიმართა.
ღონისძიებას პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
პროექტი "გმირის დღე" არის საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ინიციატივა. ის პასუხობს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საჭიროებას - მომავალი თაობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.
პროექტი მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურულ კომპონენტებს. მისი მიზანია ქართველ გმირთა შესახებ ცოდნის გავრცელება, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება და ეროვნული თვითშეგნების გაძლიერება ბავშვებსა და მოზარდებში.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…