პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის "გმირის დღის" ფარგლებში, აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრა გაიმართა
პარლამენტის დროებითი კომისიის პროექტ „გმირის დღის“ ფარგლებში ბათუმში შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეები გიორგი მაზნიაშვილისა და მარო მაყაშვილის მოღვაწეობას გაეცნობიან.
საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის "გმირის დღის" ფარგლებში, ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძესთან შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა პროექტის მნიშვნელობაზე. აღინიშნა, რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ახალგაზრდების მიერ საქართველოს ისტორიის, ასევე ეროვნული გმირების უკეთ გაცნობას.
პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს: ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა; ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, დროებითი კომისიის წევრმა რიმა ბერაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და სპორტის მინისტრმა, მაია ხაჯიშვილმა.
პროექტის ფარგლებში, 6-7 ნოემბერს, მონაწილეებისთვის სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებები გაიმართება. მოსწავლეები გიორგი მაზნიაშვილისა და მარო მაყაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობას გაეცნობიან.
პროექტი "გმირის დღე" საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის ინიციატივაა. მისი მიზანია ქართველი გმირების შესახებ ცოდნის გავრცელება, ისტორიული მეხსიერების შენარჩუნება და ეროვნული თვითშეგნების გაძლიერება ბავშვებსა და მოზარდებში.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიააჭარის მთავრობის თავმჯდომარე პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარეს, პარლამენტის წევრებს, განათლების სამინისტროს წარმომადგენლებს და პროექტის "გმირის დღე" მონაწილეებს შეხვდა
ზურაბ პატარაძე საქართველოს პარლამენტის ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის პროექტის - "გმირის დღე" მონაწილეებს შეხვდა
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…