პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

36 ორგანიზაციას შესაძლებლობა ექნება ინდივიდუალური შეხვედრები განახორციელონ ჩინურ იმპორტიორ კომპანიებთან და თავიანთი პროდუქცია გააცნონ - თორნიკე სულაბერიძე

საქართველოს ინვესტიციების სააგენტოსა და ჩინურ კომპანია JD.com-ს შორის მემორანდუმი გაფორმდა. თორნიკე სულაბერიძის განცხადებით, შანხაიში B2B ფორმატში 36 ქართულ ორგანიზაციას შესაძლებლობა ექნება ჩინელ იმპორტიორებს საკუთარი პროდუქცია გააცნოს.

ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე პირველად გაიმართა საქართველო - ჩინეთის B2B ღონისძიება. საქართველოს ინვესტიციების სააგენტოსა და ჩინურ კომპანიას JD.com-ს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.

დოკუმენტის მიზანია ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე პოპულარიზაცია, საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოება და JD.com-ის პლატფორმის მეშვეობით ჩინელ მომხმარებლებთან წვდომის გაზრდა.

ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის, თორნიკე სულაბერიძის განცხადებით, 36 ორგანიზაციას შესაძლებლობა ექნება B2B შეხვედრების ფორმატში ჩინურ იმპორტიორ კომპანიებს თავიანში პროდუქცია გააცნონ.

"წელს პირველად იმართება ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, ქალაქ შანხაიში ქართული კომპანიებისათვის B2B-ის შეხვედრები. აღნიშნულია შეხვედრების ფარგლებში, 36 ორგანიზაციას შესაძლებლობა ექნება ინდივიდუალური შეხვედრები განახორციელონ ჩინურ ე.წ. ბაიერებთან, იმპორტიორ კომპანიებთან და თავიანთი პროდუქცია გააცნონ", - განაცხადა თორნიკე სულაბერიძემ.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. რუსთავი 2სამთავრობოჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველო-ჩინეთის B2B ღონისძიება პირველად გაიმართა
  2. რუსთავი 2სამთავრობოირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს უწყვეტი მონაწილეობა ნათლად ასახავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას და მზაობას თანამშრომლობის გაღრმავებისკენ
  3. POSTVსამთავრობოირაკლი ნადარეიშვილი: „ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში საქართველოს უწყვეტი მონაწილეობა ნათლად ასახავს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობასა და მზადყოფნას თანამშრომლობის გასაღრმავებლად“
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველო-ჩინეთის B2B ღონისძიება პირველად გაიმართაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები