თორნიკე სულაბერიძე: 2002 წლიდან დღემდე ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს
2002 წლიდან დღემდე ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, განაცხადა ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თორნიკე სულაბერიძემ.

2002 წლიდან დღემდე ჩინეთიდან საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობა მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თორნიკე სულაბერიძემ, ტელეკომპანია POSTV-ის გადაცემა „ბიზნეს პოსტში“ ისაუბრა.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩინეთს მილიარდზე მეტი აშშ დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული სხვადასხვა სექტორებში, - განაცხადა თორნიკე სულაბერიძე..
მისი თქმით, წლიდან წლამდე საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო მყარად ვითარდება.
„მას შემდეგ, რაც მოვაწერთ ხელი თავისუფალი ვაჭრობის, სტრატეგიულ პარტნიორობის ხელშეკრულებას, სავაჭრო პარტნიორების კუთხით ჩინეთი უკვე მეორე ადგილზეა. ის არის ასევე ერთ-ერთი პირველი ინვესტიციების კუთხით. თუ გადავხედავთ ინვესტიციების მაჩვენებელს, პირველ კვარტალში ჩინეთი ინვესტიციების მოცულობით პირველ ადგილზეა“, - აღნიშნა ინვესტიციების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ.
თორნიკე სულაბერიძემ 5–10 ნოემბერს შანხაიში გამართულ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ინტერესი იყო მაღალი. მისი თქმით, ინვესტიციების სააგენტოს ინიციატივით გამართულ ღონისძიებაზე ქართველ მეწარმეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, პირდაპირ შეხვედროდნენ ჩინელ იმპორტიორებს, დისტრიბუტორებსა და სავაჭრო კომპანიების წარმომადგენლებს.
„საქართველომ უკვე მეცხრედ მიიღო მონაწილეობა ჩინეთის ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ გამოფენაში. გამოფენაზე წელსაც სამი პავილიონით ვიყავით წარმოდგენილი, საიდანაც, ერთი იყო ეროვნული პავილიონი, ხოლო ორი ბიზნეს პავილიონი.
„გამოფენაზე ჯამში 37-მდე ქართული კომპანია გვყავდა. წელს განსხვავებით სხვა წლებისგან, დავამატეთ ე.წ. B2B ღონისძიება, რომელმაც კომპანიებს შესაძლებლობა მისცა არა მხოლოდ სტენდის ფარგლებში წარედგინათ თავიანთი პროდუქცია, არამედ პოტენციურ მყიდველებთან წინასწარ ჰქონდათ ჩანიშნული შეხვედრები და ღონისძიებამ საკმაოდ წარმატებით ჩაიარა. თითო კომპანიას დაახლოებით ექვსამდე შეხვედრა ჰქონდა და სულ მალე გვეცოდინება თუ რა შედეგებს მიაღწიეს არა მხოლოდ B2B-ს ფარგლებში, არამედ ზოგადად გამოფენის ფარგლებში“, - აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…