აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა გუნდის კრიზისიდან გამოსაყვანად კილიან მბაპეს, ჯუდ ბელინგემის, დეკლან რაისის, გაბრიელ მაგალიაეშისა და მაიკლ ოლისეს შეძენა ურჩია.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა პოდკასტ The Good, The Bad & The Football-ში დაასახელა ხუთი ფეხბურთელი, რომელთა დამატებაც, მისი აზრით, გუნდს კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარება.
სქოულზის სიაში "არსენალის" ორი ფეხბურთელი - გაბრიელ მაგალიაეში და დეკლან რაისი მოხვდნენ. ასევე, ინგლისელმა "ბაიერნის" გარემარბი მაიკლ ოლისე და მადრიდის "რეალის" ორი ვარსკვლავი - კილიან მბაპე და ჯუდ ბელინგემი დაასახელა.
შეგახსენებთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში 9 ტურის შემდეგ მე-17 ადგილზე იმყოფება. გუნდს 7 ქულა აქვს და გასავარდნ ზონაში მყოფ "კრისტალ პალასს" მხოლოდ ბურთების უკეთესი შეფარდების ხარჯზე უსწრებს.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…