პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
El Nacional-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედი" "კომოს" 22 წლის შემტევის, ნიკო პაზის დამატებას გეგმავს. ტრანსფერის ბედი "რეალზეა" დამოკიდებული, რომელსაც ფეხბურთელის გამოსყიდვის პრიორიტეტული უფლება აქვს.

El Nacional-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" "კომოს" 22 წლის შემტევის ნიკო პაზის დამატება სურს. ინგლისური გრანდი მზადაა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე არგენტინელის სანაცვლოდ სერიოზული თანხა გაიღოს.
მიუხედავად ამისა, საბოლოო გადაწყვეტილება "რეალზე" იქნება, რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოსყიდვა 80 მილიონ ევროდ შეუძლია და ყველაფერი "ბლანკოსის" გეგმებზე იქნება დამოკიდებული.
ინფორმაციისთვის, პაზი "რეალის" აღზრდილია, ის "კომოში" ჯერ გაანათხოვრეს, შემდეგ მიჰყიდეს, მაგრამ კონტრაქტში შეიტანეს პუნქტი, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, მისი უკან დაბრუნება შეეძლებათ.
არგენტინელმა ყველა ტურნირზე მიმდინარე სეზონში 12 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და 6 ასისტი მიითვალა.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…