პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მტკიცებულებებისგან დაცლილ ე.წ. არგუმენტებს იშველიებენ, პირდაპირ წერია, რომ პარტიებს ოქმების გასაჩივრების უფლება არ ერთმევათ, ტექნიკური საკითხებიდან გამომდინარე მოკლდება შემაჯამებელი ოქმის მიღების ვადები - დავით მათიკაშვილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე

საქართველოს პარლამენტიქართული ოცნებაცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებებით, შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება და მას საოლქო კომისიების ნაცვლად ცესკო შეაჯამებს. დავით მათიკაშვილის მტკიცებით, პარტიებს გასაჩივრების უფლება არ ერთმევათ და ცვლილებების წინააღმდეგ არსებული ბრალდებები თითიდან გამოწოვილია.

პარლამენტში "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების განხილვა იწყება. "ქართული ოცნების" დეპუტატების მიერ მომზადებულ კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა და რეგიონული პოლიტიკის კომიტეტები განიხილავენ.

ცვლილებების მიხედვით, არჩევნების საბოლოო შედეგებს საოლქო კომისიების ნაცვლად ცესკო შეაჯამებს. შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე შემცირდება. ამასთან, საოლქო საარჩევნო კომისიებს აღარ ექნებათ ვალდებულება, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის შედეგები ხელახლა გადათვალონ.

ცვლილებების თანახმად, საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებებიც იცვლება - არჩევნების საბოლოო შედეგს საოლქო კომისიების ნაცვლად, ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმსაც ცესკო გამოსცემს.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, პარტიებს, საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით, გასაჩივრების უფლება არ ერთმევათ და ცვლილებებთან დაკავშირებული ბრალდებები არგუმენტებს მოკლებულია.

"აბსოლუტურად თითიდან გამოწოვილი ბრალდებები გვესმის საარჩევნო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, მტკიცებულებებისგან დაცლილ ე.წ. არგუმენტებს იშველიებენ იმ მოცემულობასთან, სადაც პირდაპირ შავით თეთრზე წერია, რომ არანაირი გასაჩივრების უფლება პარტიებს არ ერთმევათ ოქმების, მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საკითხებიდან გამომდინარე მოკლდება ვადები შემაჯამებელი ოქმის მიღებისა ცესკოს მიერ.

არავის ართმევს უფლებას საარჩევნო კანონმდებლობის თვალსაზრისით, მოახდინონ კონკრეტული ჩარევა, საკუთარი ნება გამოხატონ გასაჩივრების თვალსაზრისით საარჩევნო კომისიებსა თუ სასამართლოებში", - აცხადებს დავით მათიკაშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 1ნეიტრალური 1
  1. ინტერპრესნიუსინეიტრალურიპარლამენტი 6 ნოემბერს “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს
  2. იმედინიუსისამთავრობოპარლამენტი დღეს „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავს
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ზვიად შალამბერიძე საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებზე - ეს არის თავიდან ბოლომდე ტექნიკური ცვლილებები, რომელთა ერთადერთი მიზანი პროცესის გამარტივებააწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები