პარლამენტში "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილ ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ
პარლამენტში „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების განხილვა დაიწყო, რითაც არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება. დავით მათიკაშვილის მტკიცებით, გასაჩივრების უფლება უცვლელი რჩება, ხოლო ზედმეტი 11 დღე საარჩევნო პროცესის გაჭიანურებას ემსახურებოდა.

პარლამენტში "საარჩევნო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების განხილვა დაიწყო. კანონპროექტზე ამ წუთებში იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე მსჯელობენ, მანამდე კი განხილვა რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე გაიმართა.
პროექტით არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება.
ზუსტდება შემაჯამებელი ოქმების შედგენის, შესწორებისა და გასაჩივრების წესი. იცვლება საარჩევნო სუბიექტებისა და კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნის ვადები.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე საუბრისას განმარტა, რომ გასაჩივრების უფლება უცვლელი რჩება.
"უკვე მოქმედი კანონმდებლობის წიაღში, არის მოცემულობა, როდესაც არჩევნების ჩატარებიდან, კენჭისყრიდან 15 დღის ვადაში მთლიანად სრულდება საარჩევნო ციკლი. აქედან გამომდინარეობს, რომ 11 დღე, რომელიც არის 15-დან 26 დღემდე, პრაქტიკულად არის ის დრო, რაც არის საარჩევნო პროცესის გაჭიანურებისთვის. რეალურად ეს 11 დღე სამართლებრივი პროცედურების ჩატარებისთვის არის აბსოლუტურად გამოუსადეგარი.
ყველა არჩევნების, იქნება ეს საპარლამენტო, თბილისის მერის და საკრებულოს არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები და ასე შემდეგ, მისი შემაჯამებელი ოქმი შედგენილი იქნება კენჭისყრიდან 15 დღის ვადაში, ხოლო მე-15 დღეს უკვე ცესკოს ეძლევა სრული უფლება, შეადგინოს შემაჯამებელი ოქმი, რომელიც ასევე თავის მხრივ საჩივრდება.
გასაჩივრების უფლებას, რა თქმა უნდა, ხელს არავინ ახლებს, პირიქით. უმწიფარი მცდელობაა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და იმგვარად გადათარგმნონ ცვლილება, თითქოს აქ გასაჩივრების უფლება ვინმეს ერთმევა, რაც არის სრული აბსურდი და ტყუილი.
გასაჩივრებადობა და სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილებადობა ორ საკითხზე არის დამოკიდებული. პირველი, რამდენად ასახავს ტექნიკური თვალსაზრისით ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი საუბნო შემაჯამებელ ოქმებში არსებულ ინფორმაციას და რამდენად ასახავს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
3 სტატიაპარლამენტი 6 ნოემბერს “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს
პარლამენტი დღეს „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავს
მტკიცებულებებისგან დაცლილ ე.წ. არგუმენტებს იშველიებენ, პირდაპირ წერია, რომ პარტიებს ოქმების გასაჩივრების უფლება არ ერთმევათ, ტექნიკური საკითხებიდან გამომდინარე მოკლდება შემაჯამებელი ოქმის მიღების ვადები - დავით მათიკაშვილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე
ციტატები სტატიიდან
„უკვე მოქმედი კანონმდებლობის წიაღში, არის მოცემულობა, როდესაც არჩევნების ჩატარებიდან, კენჭისყრიდან 15 დღის ვადაში მთლიანად სრულდება საარჩევნო ციკლი. აქედან გამომდინარეობს, რომ 11 დღე, რომელიც არის 15-დან 26 დღემდე, პრაქტიკულად არის ის დრო, რაც არის საარჩევნო პროცესის გაჭიანურებისთვის. რეალურად ეს 11 დღე სამართლებრივი პროცედურების ჩატარებისთვის არის აბსოლუტურად გამოუსადეგარი. ყველა არჩევნების, იქნება ეს საპარლამენტო, თბილისის მერის და საკრებულოს არჩევნები, თვითმმართველობის არჩევნები და ასე შემდეგ, მისი შემაჯამებელი ოქმი შედგენილი იქნება კენჭისყრიდან 15 დღის ვადაში, ხოლო მე-15 დღეს უკვე ცესკოს ეძლევა სრული უფლება, შეადგინოს შემაჯამებელი ოქმი, რომელიც ასევე თავის მხრივ საჩივრდება. გასაჩივრების უფლებას, რა თქმა უნდა, ხელს არავინ ახლებს, პირიქით. უმწიფარი მცდელობაა, რომ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და იმგვარად გადათარგმნონ ცვლილება, თითქოს აქ გასაჩივრების უფლება ვინმეს ერთმევა, რაც არის სრული აბსურდი და ტყუილი. გასაჩივრებადობა და სასამართლოს მხრიდან დაკმაყოფილებადობა ორ საკითხზე არის დამოკიდებული. პირველი, რამდენად ასახავს ტექნიკური თვალსაზრისით ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი საუბნო შემაჯამებელ ოქმებში არსებულ ინფორმაციას და რამდენად ასახავს სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…