პარლამენტი დღეს „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავს
პარლამენტი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავს, რომლითაც შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება. დეპუტატ ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ცვლილებები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა და არსებითად არაფერი იცვლება.

პარლამენტი დღეს ორი კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს განიხილავს. ორგანული კანონის პროექტით, იცვლება არჩევნების შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებული საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებები და განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის არჩევნების შედეგების ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შეჯამების წესი.
არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება. ზუსტდება შემაჯამებელი ოქმების შედგენის, შესწორებისა და გასაჩივრების წესი. იცვლება საარჩევნო სუბიექტებისა და კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნის ვადები. ახალარჩეული საკრებულოს, მისი წევრებისა და მერის უფლებამოსილების დაწყების ვადა კი, არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-14 დღის ნაცვლად მე-9 დღე იქნება.
„საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო კანონმდებლობის მეტ მოქნილობას, შესაბამისად არსებითად არაფერი იცვლება. მოვუწოდებ ყველას, რომ განხილვებში ჩაერთონ“, - განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაპარლამენტი 6 ნოემბერს “საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების განხილვას იწყებს
მტკიცებულებებისგან დაცლილ ე.წ. არგუმენტებს იშველიებენ, პირდაპირ წერია, რომ პარტიებს ოქმების გასაჩივრების უფლება არ ერთმევათ, ტექნიკური საკითხებიდან გამომდინარე მოკლდება შემაჯამებელი ოქმის მიღების ვადები - დავით მათიკაშვილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე
ციტატები სტატიიდან
„საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა, რომელიც მიზნად ისახავს საარჩევნო კანონმდებლობის მეტ მოქნილობას, შესაბამისად არსებითად არაფერი იცვლება. მოვუწოდებ ყველას, რომ განხილვებში ჩაერთონ“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…