პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტიცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებს, რომლითაც არჩევნების შედეგების შეჯამების ვადად არაუგვიანეს მე-15 დღე განისაზღვრება, ხოლო დამკვირვებლების რეგისტრაციაზე გადაწყვეტილებას კომისიის თავმჯდომარე მიიღებს.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებას მხარი დაუჭირა
იმედინიუსი

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „საარჩევნო კოდექსში“ და „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

მომხსენებლის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობით არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების სხვადასხვა ვადა და პროცედურაა განსაზღვრული, ხოლო შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, აღნიშნული საკითხი ყველა არჩევნებისას ერთი წესით დარეგულირდება. კერძოდ, როგორც მუნიციპალიტეტის ორგანოთა, ისე საქართველოს პარლამენტის არჩევნების საბოლოო შედეგები შეჯამდება და შესაბამისი შემაჯამებელი ოქმები შედგება კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღეს. არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებასა და შესაბამისი შემაჯამებელი ოქმების შედგენას უზრუნველყოფს ცესკო.

დავით მათიკაშვილის განცხადებით, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც საარჩევნო ბიულეტენების მთვლელი ელექტრონული აპარატი გამოიყენება, კენჭისყრის წინასწარი შედეგების ამონაწერის ამობეჭდვის შემდეგ, ხმების დათვლის პროცედურებს წილისყრით გამოვლენილი მთვლელები ატარებენ, რის შემდეგაც დგება კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმი. ამასთანავე, იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც საარჩევნო ბიულეტენების მთვლელი ელექტრონული აპარატი არ გამოიყენება, საარჩევნო ბიულეტენებს ორი დღის ვადაში გადაიყვანენ ციფრულ ფორმატში და იმავე ვადაში გამოქვეყნდება ინტერნეტსივრცეში.

პროექტის თანახმად: დგინდება, რომ როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების რეგისტრაციაში გატარების/რეგისტრაციაში გატარებაზე უარის შესახებ განკარგულებას, ნაცვლად ცენტრალური საარჩევნო კომისიის/საოლქო საარჩევნო კომისიისა, გამოსცემს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე; უფასო სარეკლამო დროის გამოყოფის ვალდებულება შუალედური არჩევნების დროს გავრცელდება მხოლოდ ადგილობრივ მაუწყებელზე.

როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, იცვლება არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების შესახებ ანგარიშის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენის ვადა. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტი, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში კანონით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას მიიღებს, აღნიშნულ ანგარიშს წარადგენს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-5 დღისა. ასევე დგინდება, რომ რაიონულმა (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებმა საარჩევნო დავებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, პროცესში მონაწილე მხარეებთან ერთად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიასაც უნდა გადასცენ.

აღნიშნული კანონპროექტიდან გამომდინარე, შესაბამისი ცვლილებები შედის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობორეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა "საარჩევნო კოდექსში" ცვლილებას მხარი დაუჭირა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მტკიცებულებებისგან დაცლილ ე.წ. არგუმენტებს იშველიებენ, პირდაპირ წერია, რომ პარტიებს ოქმების გასაჩივრების უფლება არ ერთმევათ, ტექნიკური საკითხებიდან გამომდინარე მოკლდება შემაჯამებელი ოქმის მიღების ვადები - დავით მათიკაშვილი საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზეწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები