პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელიც 2025 წელს ამოქმედდა, რიგი ცვლილებები იგეგმება - არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტიცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით, საარჩევნო შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება, ხოლო საოლქო კომისიებს ხუთი საარჩევნო უბნის შემთხვევითი შერჩევით ხელახალი გადათვლის ვალდებულება უუქმდებათ.

საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელიც 2025 წელს ამოქმედდა, რიგი ცვლილებები იგეგმება - არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება
ინტერპრესნიუსი

ახალი რედაქციის საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელიც 2025 წლის დეკემბერში ამოქმედდა, მთელი რიგი ცვლილებები იგეგმება.

“საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები “ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მოამზადეს და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

ცვლილებათა შორის ერთ-ერთი სიახლეა ის, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მეექვსე დღისა, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით არაუმეტეს ხუთი საარჩევნო უბნის გამოვლენისა და კენჭისყრის შედეგების ხელახალი გადათვლის ვალდებულება აღარ ექნებათ. პროექტის მიხედვით, “საარჩევნო კოდექსიდან“ შესაბამისი მუხლი ამოდის.

საკანონმდებლო ცვლილებებით, არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26 დღიდან 15 დღემდე მცირდება - დგინდება, რომ როგორც პარლამენტის, ასევე დედაქალაქის და ყველა მუნიციპალური ორგანოს არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამება კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-15 დღეს განხორციელდება.

არჩევნების შედეგების შეჯამებასთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიების უფლებამოსილებები იცვლება. მუნიციპალიტეტების საკრებულოებისა და მერების არჩევნების საბოლოო შედეგებს საოლქო კომისიების ნაცვლად, ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს და შემაჯამებელ ოქმსაც ცესკო გამოსცემს.

გარდა ამისა, იცვლება საარჩევნო სუბიექტების და კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნის ვადები. ახალარჩეული საკრებულოს, საკრებულოს წევრების, მერების უფლებამოსილებების დაწყების ვადა კი, არჩევნების შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მე-14 დღის ნაცვლად, მე-9 დღით განისაზღვრება.

ასევე იცვლება არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების შესახებ სახელმწიფოს აუდიტის სამსახურისთვის ანგარიშის წარდგენის ვადა. კერძოდ, სუბიექტი, რომელიც წინასწარი მონაცემებით არჩევნებში კანონით დადგენილი ხმების საჭირო რაოდენობას მიიღებს, აღნიშნულ ანგარიშს წარადგენს კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-5 დღისა. მოქმედი კანონით, ანგარიშის წარდგენა გათვალისწინებულია კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-12 დღისა.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

3 სტატია
სამთავრობო 3
  1. იმედინიუსისამთავრობოპარლამენტის ბიურომ ახალი საკანონმდებლო ინიციატივები და საორგანიზაციო საკითხები განიხილა
  2. რუსთავი 2სამთავრობოსაპარლამენტო კომიტეტებში "საქართველოს საარჩევნო კოდექსში" ცვლილების განხილვა იწყება
  3. პირველი არხისამთავრობოკანონპროექტის თანახმად, არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდება
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
არჩევნებში მონაწილე პარტიებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასასაჩივრებლად შესაძლოა კონკრეტული პირობები და მოთხოვნები დაუწესდეს, რომლის გარეშეც სარჩელს სასამართლო წარმოებაში არ მიიღებსწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები