პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

„ოცნება“ საარჩევნო კოდექსს ცვლის - არჩევნების შედეგებს ცესკო შეაჯამებს, გასაჩივრების შესაძლებლობა კი შეიზღუდება

ქართული ოცნებასაქართველოს პარლამენტიცესკო- ცენტრალური საარჩევნო კომისია

„ქართული ოცნების“ კანონპროექტით, არჩევნების შედეგებს პირდაპირ ცესკო შეაჯამებს, ხოლო შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება მხოლოდ მონაცემების არასწორად ან არასრულად ასახვისას იქნება შესაძლებელი, რაც საია-ს შეფასებით, დარღვევების გასაჩივრებას ფაქტობრივად აუქმებს.

„ოცნება“ საარჩევნო კოდექსს ცვლის - არჩევნების შედეგებს ცესკო შეაჯამებს, გასაჩივრების შესაძლებლობა კი შეიზღუდება
TV პირველი

„ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსში მორიგ ცვლილებებს გეგმავს - 28 ოქტომბერს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, არჩევნების შედეგებს საოლქო კომისიების ნაცვლად, საუბნო კომისიების მონაცემებზე დაყრდნობით, პირდაპირ ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს. ამასთან, ყველა ტიპის არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების ვადა 15 დღით განისაზღვრება.

მნიშვნელოვნად იზღუდება შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობაც. კანონპროექტის მიხედვით, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება მხოლოდ მონაცემების არასწორად ან არასრულად ასახვის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენლის, ნონა ქურდოვანიძის შეფასებით, ცვლილებები არჩევნების შედეგების გასაჩივრების შესაძლებლობას ფაქტობრივად აუქმებს, რადგან სასამართლოში არსებითი საარჩევნო დარღვევების გასაჩივრებისთვის სივრცე აღარ დარჩება.

„შემაჯამებელი ოქმი არჩევნების შედეგებს აჯამებს და თუ მისი გასაჩივრება მხოლოდ ტექნიკური საფუძვლით იქნება შესაძლებელი, გასაჩივრების გარეშე დარჩება არსებითი დარღვევები.

მაგალითად, ეს წესი 2024 წლის არჩევნების დროს რომ ყოფილიყო, ფორმალურადაც ვერ გასაჩივრდებოდა ფარულობის დარღვევა და თეთრიწყაროს სასამართლოს პრეცედენტიც არ იარსებებდა“, - აცხადებს ქურდოვანიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. NEWS.GEნონა ქურდოვანიძე: ეს ცვლილება არჩევნების შედეგების გასაჩივრებას ფაქტობრივად აუქმებს
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„შემაჯამებელი ოქმი არჩევნების შედეგებს აჯამებს და თუ მისი გასაჩივრება მხოლოდ ტექნიკური საფუძვლით იქნება შესაძლებელი, გასაჩივრების გარეშე დარჩება არსებითი დარღვევები. მაგალითად, ეს წესი 2024 წლის არჩევნების დროს რომ ყოფილიყო, ფორმალურადაც ვერ გასაჩივრდებოდა ფარულობის დარღვევა და თეთრიწყაროს სასამართლოს პრეცედენტიც არ იარსებებდა“
მასალის შესახებპირველწყარო: TV პირველი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
საარჩევნო კანონმდებლობაში, რომელიც 2025 წელს ამოქმედდა, რიგი ცვლილებები იგეგმება - არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 26-დან 15 დღემდე მცირდებაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები