პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

გია აბაშიძე: ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება საქართველოსთვის სულ უფრო საინტერესო პერსპექტივებს ქმნის - ამ მიმართულებით მარიამ ქვრივიშვილის მორიგი სამუშაო ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

ანალიტიკოს გია აბაშიძის განცხადებით, ჩინეთთან ეკონომიკური კავშირების გაღრმავება საქართველოსთვის მნიშვნელოვან პერსპექტივებს ქმნის, რის ფარგლებშიც მარიამ ქვრივიშვილის ვიზიტი და ჩინეთის ვიცე-პრემიერ ტინგ სიუესიანგთან შეხვედრა სავაჭრო ბრუნვისა და შუა დერეფნის გაძლიერებას ემსახურება.

გია აბაშიძე: ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება საქართველოსთვის სულ უფრო საინტერესო პერსპექტივებს ქმნის - ამ მიმართულებით მარიამ ქვრივიშვილის მორიგი სამუშაო ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
იმედინიუსი

ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება საქართველოსთვის სულ უფრო საინტერესო პერსპექტივებს ქმნის. ამ მიმართულებით მარიამ ქვრივიშვილის მორიგი სამუშაო ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, - წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი ჩინეთის ვიცე-პრემიერს, ტინგ სიუესიანგს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების საკითხები განიხილა.

„ერთ-ერთი მთავარი თემა ქართული პროდუქციისთვის ჩინეთის ბაზარზე მეტი შესაძლებლობის შექმნა იყო. სავაჭრო ურთიერთობების ზრდა ამ ინტერესის საფუძველს ნამდვილად იძლევა: 2025 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 21%-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში - 41%-ით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ზრდა ქართველი მწარმოებლებისა და ექსპორტიორებისთვისაც მეტ შესაძლებლობად იქცეს.

საუბარი შეეხო შუა დერეფანსაც, რომლის განვითარებაში საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური და რკინიგზის მოდერნიზაცია ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტებია. ასევე სასიხარულოა პირდაპირი ფრენების განვითარება, რაც ჩინეთიდან ტურისტების მოზიდვას და ქვეყნებს შორის საქმიანი კავშირების გაძლიერებას უწყობს ხელს.

მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გასაფართოებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ურთიერთობებში ქართული ბიზნესის, პროდუქციისა და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინ წამოწევა გრძელდება“, - წერს სოციალურ ქსელში გია აბაშიძე.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

2 სტატია
სამთავრობო 2
  1. რუსთავი 2სამთავრობოგია აბაშიძე: ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება საქართველოსთვის სულ უფრო საინტერესო პერსპექტივებს ქმნის - ამ მიმართულებით მარიამ ქვრივიშვილის მორიგი სამუშაო ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
  2. POSTVსამთავრობოგია აბაშიძე: „ჩინეთთან ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება საქართველოსთვის სულ უფრო საინტერესო პერსპექტივებს ქმნის – ამ მიმართულებით მარიამ ქვრივიშვილის მორიგი სამუშაო ვიზიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“
პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ერთ-ერთი მთავარი თემა ქართული პროდუქციისთვის ჩინეთის ბაზარზე მეტი შესაძლებლობის შექმნა იყო. სავაჭრო ურთიერთობების ზრდა ამ ინტერესის საფუძველს ნამდვილად იძლევა: 2025 წელს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა 21%-ით გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში - 41%-ით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ზრდა ქართველი მწარმოებლებისა და ექსპორტიორებისთვისაც მეტ შესაძლებლობად იქცეს. საუბარი შეეხო შუა დერეფანსაც, რომლის განვითარებაში საქართველოს განსაკუთრებული როლი აქვს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური და რკინიგზის მოდერნიზაცია ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტებია. ასევე სასიხარულოა პირდაპირი ფრენების განვითარება, რაც ჩინეთიდან ტურისტების მოზიდვას და ქვეყნებს შორის საქმიანი კავშირების გაძლიერებას უწყობს ხელს. მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გასაფართოებლად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ამ ურთიერთობებში ქართული ბიზნესის, პროდუქციისა და ქვეყნის ეკონომიკური ინტერესების წინ წამოწევა გრძელდება“
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

მსოფლიო ·
ჩინეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს მუდმივი კომიტეტის წევრს ტინგ სიუესიანგს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები