მარიამ ლაშხი გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა. მხარეებმა სკოლებში ჯანმრთელობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, პროექტი „ექიმის საათი“ და შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურა განიხილეს.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, მარიამ ბანძელაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე ზოგადი განათლების სფეროში ჯანმრთელობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების საკითხზე ისაუბრეს.
ხაზგასმით აღინიშნა სკოლებში ექიმის როლი და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე საპილოტე პროგრამის, "ექიმის საათის" მნიშვნელობა.
შეხვედრისას ისაუბრეს როგორც უსაფრთხო სკოლის, ასევე ონლაინ სივრცეში ძალადობის საკითხებზე.
ასევე, ყურადღება გამახვილდა შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის საკითხზე.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
1 სტატიამასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…