მარიამ ლაშხი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს შეხვდა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა. მხარეებმა განიხილეს UNICEF-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხები, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა, საკანონმდებლო ბაზის დახვეწა და ციფრულ გარემოში ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხები.

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი საქართველოში გაერო-ს ბავშვთა ფონდის (UNICEF) წარმომადგენელს, იზაბელა კასტროჯოვანის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა UNICEF-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს.
ხაზი გაესვა თანამშრომლობის შემდგომი გაძლიერების მნიშვნელობას, განსაკუთრებით ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის მიმართულებით. საუბარი შეეხო UNICEF-სა და საქართველოს შორის წლების განმავლობაში თანამშრომლობის შედეგებს.
მხარეებმა UNICEF-ის ჩართულობით ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში საკანონმდებლო ბაზის შემდგომი დახვეწისა და კონკრეტული ინიციატივების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ციფრულ გარემოში ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებზე ერთობლივ მუშაობაზე.
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.