პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ლაშხი გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიამ ბანძელაძეს შეხვდა, სადაც სკოლებში ჯანმრთელობის ცნობიერების ამაღლება, პროგრამა „ექიმის საათი“ და უსაფრთხო გარემო განიხილეს.

მარიამ ლაშხი გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
იმედინიუსი

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი გაერო-ს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს, მარიამ ბანძელაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე ზოგადი განათლების სფეროში ჯანმრთელობის მიმართულებით ცნობიერების ამაღლების საკითხზე ისაუბრეს.

ხაზგასმით აღინიშნა სკოლებში ექიმის როლი და გაერო-ს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით მიმდინარე საპილოტე პროგრამის, „ექიმის საათის“ მნიშვნელობა.

შეხვედრისას ისაუბრეს როგორც უსაფრთხო სკოლის, ასევე ონლაინ სივრცეში ძალადობის საკითხებზე.

ასევე, ყურადღება გამახვილდა შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის ადაპტირებული ინფრასტრუქტურის საკითხზე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. რუსთავი 2სამთავრობომარიამ ლაშხი გაერო-ს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა
მასალის შესახებპირველწყარო: იმედინიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
მარიამ ლაშხი სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდაწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები