ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

მარიამ ლაშხი სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს, ლიანა სირაძეს შეხვდა. მხარეებმა სკოლებში სამედიცინო პერსონალის საქმიანობა, გამოწვევები, კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

მარიამ ლაშხი სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდა
მარიამ ლაშხი სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდარუსთავი 2

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს, ლიანა სირაძეს შეხვდა.

შეხვედრაზე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სამედიცინო პერსონალის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ამ მიმართულებით არსებულ საჭიროებებსა და გამოწვევებზე, განსაკუთრებით სკოლის ექიმების კვალიფიკაციისა და ამ პროფესიაში შესვლის ხელშემშლელ ბარიერებზე.

ასევე განიხილეს პროფესიული სწავლების სისტემაში მოზარდთა მედიცინისა და სასკოლო ექიმის მიმართულებით პროფესიული განვითარების შესაძლებლობები, რაც ხელს შეუწყობს კვალიფიციური კადრების მომზადებასა და ამ სფეროში არსებული დეფიციტის შემცირებას.

შეხვედრისას იმსჯელეს კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამის შემუშავებაზეც, რომელიც ექიმების პროფესიულ განვითარებას შეუწყობს ხელს. პროგრამა სკოლაში ჯანმრთელობის დაცვის კუთხით არსებულ თანამედროვე გამოწვევებს უპასუხებს და შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სტანდარტებთან, რათა დაცული იყოს მოსწავლეებისა და სასკოლო საზოგადოების საუკეთესო ინტერესი.

მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრები სკოლის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტს შეხვდნენწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები