პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამარ ჩერგოლეიშვილი: ფედერალისტები რომ მოვალთ ხელისუფლებაში, უზენაესში და სააპელაციოში საერთოდ დიდი სასამართლო ტრადიციის მქონე ქვეყნებიდან დაინიშნება მოსამართლეთა ნაწილი

თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ „ფედერალისტების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, უზენაესსა და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლეთა ნაწილი დიდი სასამართლო ტრადიციის მქონე ქვეყნებიდან დაინიშნება.

თამარ ჩერგოლეიშვილი: ფედერალისტები რომ მოვალთ ხელისუფლებაში, უზენაესში და სააპელაციოში საერთოდ დიდი სასამართლო ტრადიციის მქონე ქვეყნებიდან დაინიშნება მოსამართლეთა ნაწილი
რუსთავი 2

სასამართლო სისტემის სათავეში მყოფი პირების შემოწმება უცხოელი ექსპერტების გადამწყვეტი მონაწილეობით - ეს ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშის ერთ-ერთი მოთხოვნაა.

ბრიუსელი საქართველოს მოუწოდებს, შექმნას კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების მექანიზმი, სადაც უცხოელებს ექნებათ არა უბრალოდ დამკვირვებლის, არამედ გადამწყვეტი ხმის უფლება, თუ ვინ უხელმძღვანელებს ქვეყნის სასამართლო ხელისუფლებას.

"ფედერალისტური პარტიის" თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარე, თამარ ჩერგოლეიშვილი ამ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებაში მათი პარტიის მოსვლის შემთხვევაში, მოსამართლეთა ნაწილი უცხოეთიდან დაინიშნება.

"ფედერალისტები რომ მოვალთ ხელისუფლებაში, უზენაესში და სააპელაციოში საერთოდ დიდი სასამართლო ტრადიციის მქონე ქვეყნებიდან დაინიშნება მოსამართლეთა ნაწილი და ქართველი ხალხი ჩვენსკენ იქნება ამ დიდებულ საქმეში. ნებისმიერი კვლევა მოწმობს, რომ სტრასბურგის სასამართლოს უფრო ენდობიან ქართველები, ვიდრე ქართულ სასამართლოს. აღარ დასჭირდებათ სტრასბურგის მეოთხე ინსტანციად გამოყენება - აქ იქნება თავისუფალი სასამართლო და აქ აყვავდება ეკონომიკა სამართლიან გარემოში", - წერს სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილი.

ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს

1 სტატია
  1. პირველი არხისამთავრობოთამარ ჩერგოლეიშვილი – „ფედერალისტები“ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, უზენაესში და სააპელაციოში საერთოდ დიდი სასმართლო ტრადიციის მქონე ქვეყნებიდან დაიშნება მოსამართლეთა ნაწილი
მასალის შესახებპირველწყარო: რუსთავი 2 ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

გააგრძელე ნაკადშიდღის ამბები ერთი თითის მოსმით

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
დანერგეთ მოსამართლეთა შემოწმების სისტემა უცხოელი ექსპერტების გადამწყვეტი როლით - ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში საქართველოს შესახებწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები