დანერგეთ მოსამართლეთა შემოწმების სისტემა უცხოელი ექსპერტების გადამწყვეტი როლით - ევროკომისიის 2026 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ
ევროკომისია საქართველოს მოუწოდებს, სასამართლო სისტემაში კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმება დანერგოს, სადაც უცხოელ ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ.

სასამართლო სისტემის სათავეში მყოფი პირების შემოწმება უცხოელი ექსპერტების გადამწყვეტი მონაწილეობით - ეს ევროკომისიის 2026 წლის ანგარიშის ერთ-ერთი მოთხოვნაა.
ბრიუსელი საქართველოს მოუწოდებს, შექმნას კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების მექანიზმი, სადაც უცხოელებს ექნებათ არა უბრალოდ დამკვირვებლის, არამედ გადამწყვეტი ხმის უფლება, თუ ვინ უხელმძღვანელებს ქვეყნის სასამართლო ხელისუფლებას.
"წამოიწყეთ სასამართლო სისტემის უფრო ფართომასშტაბიანი რეფორმა, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (HCJ) რეფორმირება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად - მათ შორის, მისი წევრების ხელახლა დანიშვნის შეზღუდვების მოგვარებით (კერძოდ, ფიქსირებული, ვადის გაგრძელების უფლების გარეშე მოქმედი უფლებამოსილების დაწესების გზით). გარდა ამისა, დანერგეთ კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების (ე.წ. ვეთინგის) სისტემა პროცესში საერთაშორისო ექსპერტების გადამწყვეტი როლით - როგორც კანდიდატებისთვის, ასევე სასამართლო სისტემის ყველა ხელმძღვანელ თანამდებობაზე უკვე დანიშნული პირებისთვის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს/უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და საერთო სასამართლოების თავმჯდომარეებისთვის", - ვკითხულობთ ანგარიშში.
ამ ამბავს სხვა მედიაც აშუქებს
2 სტატიაევროკავშირის უხეში ჩარევა საქართველოს სასამართლო სისტემაში – გაფართოების ანგარიშის მიხედვით მოთხოვნილია, რომ მოსამართლეები უცხოელების მონაწილეობით დანიშნოს
ევროკომისიის ანგარიში – საქართველომ უნდა დაიწყოს მართლმსაჯულების ფართო რეფორმა, შექმნას კეთილსინდისიერების შემოწმების საგანგებო სისტემა, რომელშიც საერთაშორისო ექსპერტებს გადამწყვეტი როლი ექნებათ
ციტატები სტატიიდან
„წამოიწყეთ სასამართლო სისტემის უფრო ფართომასშტაბიანი რეფორმა, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს (HCJ) რეფორმირება ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად - მათ შორის, მისი წევრების ხელახლა დანიშვნის შეზღუდვების მოგვარებით (კერძოდ, ფიქსირებული, ვადის გაგრძელების უფლების გარეშე მოქმედი უფლებამოსილების დაწესების გზით). გარდა ამისა, დანერგეთ კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების (ე.წ. ვეთინგის) სისტემა პროცესში საერთაშორისო ექსპერტების გადამწყვეტი როლით - როგორც კანდიდატებისთვის, ასევე სასამართლო სისტემის ყველა ხელმძღვანელ თანამდებობაზე უკვე დანიშნული პირებისთვის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს/უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა და საერთო სასამართლოების თავმჯდომარეებისთვის“
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.
კომენტარები
კომენტარები იტვირთება…