ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება

თამარ ჩერგოლეიშვილი - საქართველოს მოქალაქეს აუქმებს ბიძინა ივანიშვილი - პოლიტიკურ ველზეა ბრძოლა მოსაგები და არა ამ ყალბ სასამართლო პროცესზე

ფედერალისტებისაკონსტიტუციო სასამართლოქართული ოცნებანაციონალური მოძრაობაგახარია საქართველოსთვისსაქართველოს პარლამენტი

„ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ბიძინა ივანიშვილის მიერ საქართველოს მოქალაქის გაუქმების პროცესი მიმდინარეობს, რის გამოც პარტია „სპექტაკლში მონაწილეობაზე“ უარს ამბობს და ბრძოლას პოლიტიკურ ველზე გეგმავს.

თამარ ჩერგოლეიშვილი - საქართველოს მოქალაქეს აუქმებს ბიძინა ივანიშვილი - პოლიტიკურ ველზეა ბრძოლა მოსაგები და არა ამ ყალბ სასამართლო პროცესზე
თამარ ჩერგოლეიშვილი - საქართველოს მოქალაქეს აუქმებს ბიძინა ივანიშვილი - პოლიტიკურ ველზეა ბრძოლა მოსაგები და არა ამ ყალბ სასამართლო პროცესზეინტერპრესნიუსი

აქ საქართველოს მოქალაქეობის გაუქმების პროცესი მიმდინარეობს, საქართველოს მოქალაქეს აუქმებს ბიძინა ივანიშვილი. პოლიტიკურ ველზეა ბრძოლა მოსაგები და არა ამ ყალბ სასამართლო პროცესზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ფედერალისტების“ ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, იმ პროცესს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, არაფერი სამართლებრივი არ სცხია.

„ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწერილ სპექტაკლში მონაწილეობაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დაწერილი ფინალი ექნება, მსხვერპლის როლის თამაშზე. მას არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჩვენი მეშვეობით ძალის დემონსტრირება შეძლოს. არაფერი სამართლებრივი ამ პროცესს არ სცხია. შესაბამისად, სამართლებრივი არგუმენტებით მსჯელობა იქ, სადაც სამართალს ბიძინა ივანიშვილი წერს, ჩვენი ჩაის ჭიქა არაა. საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესები უბრალოდ დაემთხვა ჩვენ მიერ დაგეგმილ კამპანიას „ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“. ჩვენ დავდივართ უბან-უბან და ვცდილობთ, რომ პოლიტიკას დავუბრუნოთ ის მნიშვნელობა, რაც რუსულმა ტოტალიტარიზმმა შთანთქა და რაც პოლიტიკას აქცევს საერთო საქმედ. თუ გვინდა, რომ ხალხი პარტიების დასაცავად ქუჩაში გამოვიდეს, პარტიები უნდა ვლაპარაკობდეთ ხალხის პრობლემებზე და არა ბიძინა ივანიშვილის მანევრებსა და ცირკებზე. ხალხის პრობლემებზე უნდა ვლაპარაკობდეთ.

აქ საქართველოს მოქალაქეობის გაუქმების პროცესი მიმდინარეობს, საქართველოს მოქალაქეს აუქმებს ბიძინა ივანიშვილი. პოლიტიკურ ველზეა ბრძოლა მოსაგები და არა ამ ყალბ სასამართლო პროცესზე“, - განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელის განხილვა დაიწყო. აღნიშნული სარჩელით „ქართული ოცნება“ ითხოვს აიკრძალოს და არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი შემდეგი 5 პოლიტიკური ოპოზიციური პარტია: „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“, „გახარია საქართველოსთვის“.

სასამართლო სხდომა ორშაბათს განახლდება.

პირდაპირი ციტატები

ციტატები სტატიიდან

„ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ბიძინა ივანიშვილის მიერ გაწერილ სპექტაკლში მონაწილეობაზე, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის დაწერილი ფინალი ექნება, მსხვერპლის როლის თამაშზე. მას არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ ჩვენი მეშვეობით ძალის დემონსტრირება შეძლოს. არაფერი სამართლებრივი ამ პროცესს არ სცხია. შესაბამისად, სამართლებრივი არგუმენტებით მსჯელობა იქ, სადაც სამართალს ბიძინა ივანიშვილი წერს, ჩვენი ჩაის ჭიქა არაა. საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესები უბრალოდ დაემთხვა ჩვენ მიერ დაგეგმილ კამპანიას „ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“. ჩვენ დავდივართ უბან-უბან და ვცდილობთ, რომ პოლიტიკას დავუბრუნოთ ის მნიშვნელობა, რაც რუსულმა ტოტალიტარიზმმა შთანთქა და რაც პოლიტიკას აქცევს საერთო საქმედ. თუ გვინდა, რომ ხალხი პარტიების დასაცავად ქუჩაში გამოვიდეს, პარტიები უნდა ვლაპარაკობდეთ ხალხის პრობლემებზე და არა ბიძინა ივანიშვილის მანევრებსა და ცირკებზე. ხალხის პრობლემებზე უნდა ვლაპარაკობდეთ. აქ საქართველოს მოქალაქეობის გაუქმების პროცესი მიმდინარეობს, საქართველოს მოქალაქეს აუქმებს ბიძინა ივანიშვილი. პოლიტიკურ ველზეა ბრძოლა მოსაგები და არა ამ ყალბ სასამართლო პროცესზე“
თამარ ჩერგოლეიშვილი
მასალის შესახებპირველწყარო: ინტერპრესნიუსი ↗

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.

რა გრძნობა დაგიტოვა ამ ამბავმა?

კომენტარები

კომენტარები იტვირთება…

შემდეგი ამბავი

პოლიტიკა ·
თამარ ჩერგოლეიშვილი - პარტიების ძალა არის დამოკიდებული სახალხო მხარდაჭერაზე, ამიტომ დიდი ბოდიში, რომ მხოლოდ სიხარული შემიძლია გამოვხატო რეჟიმის სასოწარკვეთილი ფაფხურის მიმართ - ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია, რას გადაწყვეტს ივანიშვილიწაიკითხე

მსგავსი და უახლესი ამბები